„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე - საქართველოში ნავთობპროდუქტების პრობლემა და დეფიციტი არ შეიქმნება

საქართველოში ნავთობპროდუქტების პრობლემა და დეფიციტი არ შეიქმნება, - ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა.

ის ყველას წინასწარი პროგნოზების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საწვავი მოიმატებს თუ არა, ან სად, რა ფასში იყიდის მას ქვეყანა, ეს არავინ იცის.

„რუსეთის ქმედება თვითონ რუსეთისთვის არ არის კარგი. რუსეთში კერძო კომპანიებია და ჩვენ არასანქცირებული კერძო კომპანიებიდან ვიღებდით საწვავს. რადგან ასეთი დადგენილება გამოსცა რუსეთმა, ეს ყველას შეეხება, ამ დადგენილებამდე რუსეთმა ექსპორტის ღირებულება გააძვირა, პირველი გაძვირება იქიდან დაიწყო, ასვე გააძვირა გადაზიდვის ღირებულება, ამას დაემთხვა საუდის არაბეთი განცხადება, რომ ნედლი ნავთობის მოპოვებას ამცირებს, აქედან გამომდინარე, რუსეთმაც შეამცირა. რუსეთმა ფაქტობრივად, გაუგებარი დადგენილება მიიღო.

საქართველოში პრობლემა და დეფიციტი არ შეიქმნება. თქვენ გაინტერესებთ ფასები, დაიწევა, თუ აიწევა. ფასების დათვლა მხოლოდ მაშინ უნდა დავიწყოთ, როცა ესა თუ ის კომპანია პროდუქტს შემოიტანს, ანუ რა ფასი იქნება შემოტანის დროს. მსოფლიოში არავინ მეგულება, ვინც ამას იწინასწარმეტყველებს, მხოლოდ საქართველოში მეგულება. ვიდრე კომპანია არ იყიდის, ჩვენს ფარგლებში არ შემოიტანს, არ გვეცოდინება ფასი, რადგან არ ვიცით რა ფასში იყიდა და რა დაუჯდა გადმოზიდვა. ზღვით, ე.წ. ტანკერებით გადმოტანა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მატარებლით გადმოტანა. რუსეთიდან საწვავი ვაგონებით მოდიოდა და გარდაბანში, რკინიგზის საშუალებით შემოდიოდა. ზღვით რომ შემოვა, ტერმინალიზაცია უნდა გაიაროს, ეს ყველაფერი ფინანსებია, დასათვლელია, ვერ დავითვლით, სანამ არ გვეცოდინება, რამდენად ვიყიდეთ.

მოგეხსენებათ, მსოფლიოს უზარმაზარი ქვეყნები თავის მარაგებს ფლობენ და ეს მარაგები სტრატეგიულია, ის ნელ-ნელა მცირედი დოზებით უნდა შეუშვან, რომ რაღაც პატარა ბალანსი მოახდინოს. სანავთობო ბაზარზე რყევები ყოველთვის იქნება, რადგან ჩვენ, ჩვენი არ გვაქვს, სანავთობო ქვეყნებში პროდუქტს ვყიდულობთ დოლარით და ვყიდით ლარით, ჩვენ არამხოლოდ დოლარის კურსი უნდა ვაკონტროლოთ, არამედ 24 საათი ვაკონტროლოთ ლარი, რომ ერთმანეთისგან ძალიან არ გაიქცეს.

შეიძლება სანავთობო ბაზარზე მსოფლიოში ნავთობის ფასმა დაიკლოს, ხომ მომხდარა ხშირად ასეთი რაღაც? ამიტომ არ მიყვარს მოვლენების წინ გასწრება... თუმცა, უკვე საკმაოდ მოიმატა რუსული სინდრომიდან გამომდინარე. ჯერ არაფერს არ ველოდები, შეიძლება მოხდეს ისე, რომ უფრო უკეთესი და შედარებით იაფიანი ბაზა აღმოვაჩინოთ“, - განაცხადა იობაშვილმა.

მისივე თქმით, საწვავი დაახლოებით, 30 თეთრით არის გაძვირებული.

„სხვადასხვა კომპანიას სხვადასხვა მარჟები აქვს, მაგრამ არ შევცდები, თუ 30-თეთრიან სხვაობას ვიტყვი. წარმოიდგინეთ, ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ნაყიდი პროდუქტი გზაში მოუსწრო ფასთა სხვაობამ, ამაზე ყველაფერი მოქმედებს. ყველას მოვუწოდებ, წინასწარ პროგნოზირებისგან თავი შეიკავონ, რამდენით მოიმატებს საწვავი, სად, რამდენად ვიშოვით საწვავს ჩვენი ქვეყნისთვის, არავინ ვიცით. ყველა კომპანია ცდილობს, ძალიან ძვირი საწვავი არ ჰქონდეს“,- განაცხადა იობაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო