„საქართველოს ბანკმა“ სულაკაურის წიგნის მაღაზიებში იდეათეკის თაროები განათავსა

„საქართველოს ბანკმა“ სულაკაურის წიგნის მაღაზიებში იდეათეკის თაროები განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის ცნობით, წარმოდგენილ წიგნებზე პერიოდულად ფასდაკლება და განსაკუთრებული შეთავაზებები იმოქმედებს, რათა ლიტერატურა ყველა მსურველისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. „საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიური რეჟიმით განაგრძობს. შესაბამისად, ამ მიზნით ბანკი არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორის განსაკუთრებულ ადგილს საქართველოს ბანკის იდეათეკა იკავებს - თანამედროვე ტექნოლოგიებით და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით აღჭურვილი მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მუდმივად შეიმეცნონ და აღმოაჩინონ ახალი, მოაწყონ კლასგარეშე შეხვედრები, პრეზენტაციები და ჩაერთონ ცოდნის გაცვლის აქტიურ პროცესში.

თუმცა, იმისათვის, რომ წიგნებთან დამეგობრების შესაძლებლობა უფრო მეტი ადამიანს ჰქონოდა, „საქართველოს ბანკმა“ სულაკაურის წიგნის მაღაზიებში იდეათეკის თაროები განათავსა.

ეს ნიშნავს იმას, რომ მკითხველს შესაძლებლობა აქვს, „საქართველოს ბანკის“ იდეათეკის თაროებზე ყოველკვირეულად საინტერესო ადამიანების მიერ რეკომენდებული საკითხავი აღმოაჩინოს. ამასთან, წარმოდგენილ წიგნებზე პერიოდულად ფასდაკლება და განსაკუთრებული შეთავაზებები იმოქმედებს, რათა ლიტერატურა ყველა მსურველისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.

იდეათეკა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და მის მიზანს მაღალმთიანი, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების შესაძლებლობის შექმნა წარმოადგენს. „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, იდეათეკა 6 რეგიონის 16 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი 7000-ზე მეტ ბავშვს განათლების შესაძლებლობას აძლევს.

თუმცა, იდეათეკის გარდა, „საქართველოს ბანკის“ პორტფოლიო კიდევ მრავალ პროექტს ითვლის. მათ შორისაა სტიპენდიები (ჩივნინგის, ფულბრაიტის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის), STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა... სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. „საქართველოს ბანკი“ არ ჩერდება და განაგრძობს ახალი შესაძლებლობების შექმნას.

„საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024