პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს.

„სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება დამტკიცდა, რომელიც 6 პროექტს მოიცავს: ჯამური სიმძლავრეა 44 მგვტ; გამომუშავება - 71 მლნ კვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა - 26,9 მლნ აშშ დოლარი.

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში, პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად ჩატარდა და აუქციონმა კერძო სექტორის მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია − წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე.

სულ გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ საქართველოში.

ელექტროგენერაციის ეს 27 სადგური, ამოქმედების შემდეგ, ჩვენი ქვეყნისთვის ყოველწლიურად, ჯამურად, 1,1407 მლრდ კვტ სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად, 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

ასევე, გასულ სხდომაზე დამტკიცდა ხელშეკრულება, რომელიც 11 პროექტს მოიცავს და რომელთა ჯამური სიმძლავრე 161 მეგავატია, ჯამური გამომუშავება − 661,9 მლნ კვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა - 218 მლნ აშშ დოლარი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის