თინა ბოკუჩავა - ჩემი სურვილია შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მომავალ სასესიო კვირას გავიტანოთ, თუმცა, თარიღზე კონსულტაციები გვექნება - „ოცნების“ უარი ეჭვებს გაამწვავებს, რომ დანაშაულის დაფარვას ცდილობენ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მათი სურვილია შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მომავალ სასესიო კვირას გამოიტანონ, თუმცა, როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ამ დროსთან დაკავშირებით ოპოზიციონერ კოლეგებთან კონსულტაციები ექნებათ.

მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება“ კომისიის საბოტაჟს მოახდენს, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას ცდილობს.

„ჩემი სურვილია, არ დაიკარგოს ძალიან ძვირფასი დრო და დაუყოვნებლივ გამოვიყენოთ შემდეგი სასესიო კვირის შესაძლებლობა ამ საკითხის გამოსატანად, თუმცა, ფორმალურად მე ბიუროზე ამას არ ვაყენებ, რადგან მსურს ყველა ოპოზიციონერ დეპუტატთან კონსულტაციის შედეგად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. კომისიის მხარდაჭერის პოლიტიკური გადაწყვეტილება მათ მიღებული აქვთ. თუმცა, მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ კოორდინირებული. „ოცნების“ უარი და პროცედურული საბოტაჟი საგამოძიებო კომისიის შექმნის კიდევ უფრო გაამწვავებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს, რომ "ოცნებას" მიუძღვის დანაშაული და მის დაფარვას ცდილობს ყველა გზით, მათ შორის კომისიის საბოტაჟირებით პარლამენტში", - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა, რომლებიც აქამდე მხარდაჭერის საკითხზე პოზიციას არ აფიქსირებდნენ, დღეს განაცხადეს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო