მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ბოლნისში ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა, კრიტიკულია

იოანე კაზაიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ბოლნისში ჯერ ცოლი მოკლა, არასრულწლოვანი შვილი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა, კრიტიკულია.

როგორც ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ერთ-ერთი ექიმი აცხადებს, დაჭრილი მოზარდი უკვე სახლშია გაწერილი, მას ჭრილობა ბარძაყის ზედაპირზე ჰქონდა, თუმცა, ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია.

„მამაკაცი, 26 სექტემბერს, დილით, 04:29 საათზე, უმძიმეს მდგომარეობაში - მრავლობითი ჭრილობებით, ტრავმულ-ჰემორაგიული შოკით შემოიყვანეს. მას ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. შემავალი ჭრილობა ჰქონდა გულ-მკერდისა და მუცლის ღრუში, ასევე ყელის არეში“, - აცხადებს ექიმი.

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი საზღვარგარეთ წასვლას უკავშირდებოდა.

ადგილობრივების ცნობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ წასვლა მოკლულ ქალს სურდა, ქმარი კი, რუსეთიდან საქართველოში ახალი ჩამოსული იყო.

არსებული ინფორმაციითვე, არასრულწლოვანი გოგონა მშობლების გაშველების დროს დაიჭრა.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში მოწმეების გამოკითხვა, მათ შორის, მოკლულის არასრულწლოვანი შვილთან მიმდინარეობს.

ცნობისთვის, შემთხვევა ბოლნისში მოხდა. მამაკაცმა ცივი იარაღით ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, არასრულწლოვანი შვილი კი დაჭრა, რის შემდეგაც თვითდაზიანებები მიიყენა. ის ბოლნისის კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 118-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო