ლევან დავითაშვილი - ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან გასაფორმებელი ხელშეკრულება 6 პროექტს მოიცავს და მისი ჯამური სიმძლავრე 44 მგვტ, ხოლო გამომუშავება 71 მლნ კვტ სთ-ია

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განმარტა, თუ რას ითვალისწინებს ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ხელშეკრულება 6 პროექტს მოიცავს და მისი ჯამური სიმძლავრე 44 მგვტ, ხოლო გამომუშავება - 71 მლნ კვტ სთ-ია.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პრემიერის ინიციატივით განახლებადი ენერგიის პროექტის წახალისება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ პრიორიტეტად გამოცხადდა. ჩვენ თითქმის 1 წელი ვიმუშავეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ პროცესში ჩართული იყო როგორც „მსოფლიო ბანკი“, ისე „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ იმისთვის, რომ ჩვენ ისეთი მექანიზმი მოგვეფიქრებინა, რომელიც განსაკუთრებით გამჭვირვალედ მოახდენდა პროექტების შერჩევას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. განისაზღვრებოდა კონკურენციის პირობებში ისეთი ფასები, რომელიც სამართლიანი იქნებოდა როგორც ინვესტორებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ადრე არსებული მექანიზმი ჩანაცვლდებოდა უფრო მეტად კონკურენტული მექანიზმით. ჩვენ პირველი აუქციონი გაზაფხულზე წარმატებით ჩავატარეთ. 70-ზე მეტი განაცხადი მივიღეთ. 300 მგვტ სიმძლავრე გვქონდა გამოტანილი განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროდან პროექტების დასაფინანსებლად. ეს იყო როგორც ქარის, მზის ჰიდროელექტროსადგურები. საბოლოოდ, 27 პროექტი შეირჩა. ეს არის 300 მეგავატი დადგმული სიმძლავრე, როგორც მზის, ისე ქარის ენერგიის მიმართულებით. ხდება შეთანხმებები ინვესტორებთან, მათ პროცედურების შესაბამისად უნდა წარმოადგინონ მყარი საბანკო გარანტიები და პირობები. ხდება შეთანხმებები მთავრობასთან, რომელიც პირველ და მეორე ეტაპს ითვალისწინებს. ეს არის შესწავლის და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპები, როდესაც ჩვენი პროექტები დაზუსტდება და განხორციელების ეტაპზე გადავა. ჯამში, ეს არის დაახლოებით, 400 მლნ დოლარამდე ინვესტიცია და დაახლოებით, მილიარდ 100 მლნ კილოვატ საათი გენერაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეჯერდნენ, რომ ქვეყანა დაახლოებით, 1500-მდე მგვტ-ის სიმძლავრის პროექტებს შეარჩევდა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ქვეყანამ ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის მორიგი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო