500 Global-ის, „საქართველოს ბანკის“ და GITA-ს თანამშრომლობით, აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადი დაიწყო

„საქართველოს ბანკთან“ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, სილიკონ ველიზე დაფუძნებულმა ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა საქართველოში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადი დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ცნობით, 12-კვირიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჟიურიმ 5 ქვეყნის 10 სტარტაპი შეარჩია, რაც ნიშნავს იმას, რომ მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, საერთაშორისო დონის მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად, საკუთარი ბიზნესის განვითარების, ზრდისა და დაფინანსების მოპოვების სტრატეგიებზე იმუშაონ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მათ მდგრად ზრდას და როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას. 500 Georgia-ში მონაწილეობა შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, გახდნენ 500 Global-ის საერთაშორისო ქსელის წევრები.

აღსანიშნავია, რომ 500 Georgia-ს ფარგლებში, 55-მა ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა გაიარა ინტენსიური გადამზადების პროგრამა მსოფლიო დონის მენტორებთან ერთად. პროგრამა წელიწადში ორჯერ ტარდება, მისდამი ინტერესი კი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება.

„საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს რეგიონში საქართველოს, როგორც სტარტაპების ჰაბის პოზიციონირებას. სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში 500 Georgia უკვე მეხუთედ იმართება. სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა სტარტაპებისთვის შესაძლებლობას წარმოადგენს, მიიღონ ინფორმაცია მათი განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებზე, გაიზიარონ საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტების ცოდნა და გამოცდილება. ასევე, შეიმუშაონ სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარება მათ, ადგილი დაიმკვიდრონ არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. 500 Georgia-სადმი ყოველწლიურად მზარდი ინტერესი კი გვანახებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ ციფრული და მარკეტინგის მიმართულებების ხელმძღვანელი, ლევან გომშიაშვილი.

„პროგრამაში მონაწილე კომპანიების შესახებ: Awork – ეს არის სტარტაპი, რომელიც სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი HR პროცესები ბიზნეს პროფილის მეშვეობით, ციფრულად მართონ. ხოლო მომხმარებლებს ეხმარება, მარტივად მოიძიონ ვაკანსია და საკუთარი კანდიდატურა პლატფორმიდანვე წარადგინონ.

Beep - ეს არის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, მარტივად გააზიარონ ვიზუალური უკუკავშირი და შესასრულებელი ამოცანები, ამასთანავე, კომფორტულად, სულ რამდენიმე წამში, ონლაინ სივრცეში გააზიარონ კომენტარები.

GoDays – GoDays არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისი, რომელიც დამსაქმებლებს ეხმარება, ეფექტურად მოახდინონ დროის მენეჯმენტი, მარტივად გაუმკლავდნენ დიდი რაოდენობით შესასრულებელ ამოცანებს და აღმოაჩინონ გუნდში ლიდერული თვისების მქონე წევრები.

HopShop – პლატფორმა ინფლუენსერებს საკუთარი მოდის კონტენტის მონეტიზაციაში ეხმარება იმით, რომ შესაძლებლობას აძლევს გამომწერებს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, ვიზუალური ძებნის ფუნქციით აპლიკაციაშივე შეიძინონ სასურველი ნივთი.

My AI – My AI-ს პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, შექმნან მდგრადი და დეცენტრალიზებული ბრენდებს შორის ლოიალური ეკოსისტემა.

OHMYSYNT - ეხმარება ბრენდებს შექმნან, ბრენდზე მორგებული, პერსონალიზებული და კომერციულად უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტის კონტენტი.

Perkskit - ეს არის SaaS-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციებს, მოახდინონ თანამშრომლების ბენეფიტების მენეჯმენტი და გააუმჯობესონ თანამშრომლების მხრიდან კომპანიისადმი ლოიალურობის ხარისხი.

Porte - ეს არის ციფრული სასტუმროს კონსიერჟის ტექნოლოგია, რომელიც სასტუმროებს ეხმარება, ოპერაციული ეფექტურობა გააუმჯობესონ და შემოსავალი გაზარდონ.

Stori - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, არა მხოლოდ შექმნან, არამედ სხვადასხვა არხებში განათავსონ საკუთარი კონტენტი.

UniSub - პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ტრეიდერებს, მიიღონ გადახდები კრიპტო ვალუტაში.

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა „საქართველოს ბანკის“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ს თანამშრომლობით 2020 წლიდან ხორციელდება. 2022 წელს კი, მხარეებს შორის ოთხწლიან პარტნიორობას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, 500 Global-ის პროგრამა თბილისში წელიწადში ორ საინვესტიციო აქსელერაციის პროგრამას ჩაატარებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://500.co/accelerators/500-georgia.

500 Global-ის შესახებ: 500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 30 ივნისის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს ქმნიან. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო 35-ზე მეტ კომპანიას მოიცავს, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ“,- აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
კახა ოქრიაშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს
კახა ოქრიაშვილი - 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?