„გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ - ლაზარე გრიგორიადისის მიმართ  სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს საქმის პოლიტიზებასა და ცინიკურობას

„გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ სისტემის მიერ მძევლად აყვანილ ლაზარე გრიგორიადისს კიდევ ერთხელ უცხადებს სრულ მხარდაჭერას - სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს საქმის პოლიტიზებასა და ცინიკურობას,- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმადვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ოჯახური კონფლიქტის საქმეზე, ლაზარე გრიგორიადისისთვის წელიწადი და 6 თვე მიესაჯა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას სამაგალითოდ სჯის.

„ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარტის აქციების მონაწილე და ქართველი ახალგაზრდების ევროკავშირისათვის ბრძოლის სიმბოლოა.

მარტის აქციებმა, „ქართული ოცნების“ რუსული მიზნების სრული ლუსტრაცია მოახდინა. ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პროტესტის მუხტი ახალგაზრდა თაობაში ისევ შიშის დათესვით ჩააქროს, რომელიც არასდროს შეეგუება რუსეთში ცხოვრებას.

სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს საქმის პოლიტიზებასა და ცინიკურობას. ოჯახური კონფლიქტის საქმე, რომლის დროსაც ლაზარე არასრულწლოვანი იყო, 2 წლის განმავლობაში, თაროზე იდო. საქმეზე განაჩენი სწორედ ახლა, 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვისას, გამოიტანეს.

ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როცა თავად „ქართული ოცნების“ ორგანიზებული ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების მიერ ჩადენილი არცერთი დანაშაული ბოლომდე არ გამოძიებულა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო