ამერიკის აკრედიტაციის კომისიამ (AACI) ქართველი აუდიტების გადამზადება დაიწყო

ამერიკის აკრედიტაციის კომისიამ დაიწყო ქართველი აუდიტების გადამზადება, რომლებიც მომავალში დამოუკიდებლად შეძლებენ კლინიკებში აკრედიტაციის პროცესისთვის საჭირო შეფასებების განხორციელებას.

საქართველოს სამედიცინო ასოცისციების გაერთიანების ცნობით, აღნიშნული სასწავლო კურსი აკრედიტებულია ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების (ISQua) მიერ.

სწავლების პროცესისთვის შეირჩა 13 მონაწილე, მათ შორის კლინიკური, ზოგადი მმართველობისა და ფიზიკური გარემოს შეფასების კუთხით.

მათივე ინფორმაციით, AACI საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, გამოცდის ჩაბარების შემდეგ ქართველი აუდიტები დაესწრებიან შეფასების პროცესს, როგორც საქართველოში ასევე ევროპის ქვეყნებში, რის შემდეგაც ისინი მიიღებენ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს და ამის შემდეგ შეძლებენ დამოუკიდებლად განახორციელონ შეფასება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში სადაც AACI ოპერირებს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა