სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევიჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რიგაში ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან შეხვედრა გამართა.

როგორც პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან ჩვენი ევროპული გზისათვის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობას ვუხდი ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვისა და მხარდაჭერისათვის.

თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება