ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის საერთაშორისო დღეს ულოცავს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

მათი ინფორმაციით, მომავალ წელს მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო უმასპინძლებს.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გილოცავთ მსოფლიო ტურიზმის დღეს!

ტურიზმის სექტორის უკლებლივ ყველა წარმომადგენელს გისურვებთ წარმატებას, მშვიდობას, ნაყოფიერ საქმიანობას!

ტურიზმი სექტორის თითოეული წარმომადგენლის აქტიური მუშაობის შედეგად დღეს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა.

ბოლო წლებში ტურიზმის ინდუსტრიის როლი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ იქცა.

საქართველოს წარმატება არაერთხელ აღიარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, გავლენიანმა მედია საშუალებებმა და ტურისტულმა პლატფორმებმა.

აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ინიციატივას და ჩვენ ქვეყანაში 2024 წელს არაერთი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვა, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ, მშვიდ, უსაფრთხო და ნაყოფიერ საქმიანობას!“, - ნათქვამია განცხადებაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის