ნათია თურნავა უარყოფს ინფორმაციას, რომ ირაკლი კობახიძეს შეხვდა და აცხადებს, რომ "ეს არის ერთ-ერთი მითი იმავე სერიიდან, როგორც ის, რომ ეროვნულ ბანკში მხოლოდ კარის კაცები დარჩნენ და თანამშრომლები აბუნტდნენ"

ჩვენი გადაწყვეტილებები არის დამოუკიდებელი - ჩვენი გადაწყვეტილებები რომ ყოფილიყო აწყობილი თუნდაც „ქართული ოცნების“ და მისი თავმჯდომარის ხედვებზე, მაშინ ალბათ, საკრიტიკებელიც არ გავხდებოდით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, ჰქონდა თუ არა ნათია თურნავას რაიმე სახის კონსულტაცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან მანამ, სანამ საგამონაკლისო ბრძანება გამოიცემოდა, ვინაიდან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ განცხადების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ეროვნულ ბანკში პირადად იმყოფებოდა.

როგორც თურნავამ განმარტა, გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციები „არის ერთ-ერთი მითი იმავე სერიიდან, როგორც ის, რომ ეროვნულ ბანკში მხოლოდ კარის კაცები დარჩნენ და თანამშრომლები აბუნტდნენ“.

„ სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საფინანსო სისტემას, რატომღაც, განსაკუთრებით ცდილობენ სხვადასხვა უპასუხისმგებლო პირები, რომ უცნაური ზღაპრები განავრცელონ, იმიტომ, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ეს სისტემა.

ეს არ გამოუვათ და არ გამოსდით. ჩვენი გადაწყვეტილებები არის დამოუკიდებელი. თქვენს ლოგიკას რომ მივყვეთ, ჩვენი გადაწყვეტილებები რომ ყოფილიყო აწყობილი, თუნდაც „ქართული ოცნების“ და მისი თავმჯდომარის ხედვებზე, მაშინ ალბათ, საკრიტიკებელიც არ გავხდებოდით, მანამდე შედგებოდა ჩვენი კომუნიკაცია, მანამდე შევცვლიდით რაღაცას, ვიდრე საჯაროდ მოგვმართავდა. თუ თქვენი ეჭვები იქნებოდა სწორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ საჯარო მიმართვა არ იქნებოდა საჭირო, როგორც მავანნი ვარაუდობს, მარტო სატელეფონო ზარით გადაწყდებოდა. ეს ასე არ არის. ეს სიმართლე არ არის. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ ჩვენს გადაწყვეტილებებში. ჩვენი გადაწყვეტილებების უფრო მეტი წილი იწვევს კრიტიკას, ზოგჯერ ეს არის კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან, კობახიძის შემთხვევაში იყო კრიტიკა პოზიციის მხრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოწყვლადები უნდა ვიყოთ, ორიენტირებულები, თუ რომელი პოლიტიკოსი რას იტყვის.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ნათქვამს, საყურადღებო იყო იმ კუთხით, რომ ასახავდა იმ განწყობას, რომელიც არსებობდა ბანკებში, საზოგადოების ერთ ნაწილში, გარკვეულ ექსპერტებს შორის, რომ ახლა, როდესაც საქართველოს მოქალაქის შემთხვევაა, როგორ ვიქცევით ჩვენ, გვერდზე გადავდეთ ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი კანონმდებლობა ეს პროცესი გვაქვს ბრმად დათმობილი ეროვნულ ბანკზე და სანქციების ავტომატურ აღსრულებაზე და კომერციულ ბანკებზე, თუ უნდა იყოს რაღაც ნიშა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს და კონფლიქტის სივრცეს არ დატოვებს ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სანქციების აღსრულებას შორის. ეს აღმოვფხვერით ჩვენ“,- აღნიშნა თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო