ნათია თურნავა - სამი ვიცე-პრეზიდენტის ერთდროულად გადადგომა, რა თქმა უნდა, მძიმე ფაქტი იყო - რაც შეეხება ამა თუ იმ თანამშრომლის წასვლას, მერწმუნეთ 600- მდე თანამშრომელი გვყავს, ზოგი წავა, ზოგი მოვა

სამი ვიცე-პრეზიდენტის ერთდროულად გადადგომა, რა თქმა უნდა, მძიმე ფაქტი იყო, ეს იყო საკმაოდ უჩვეულო ამბავი, რამაც საკმაოდ დიდი შეშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა.

ნათია თურნავა, გამოეხმაურა ასევე სხვა თანამშრომლების ეროვნული ბანკიდან წასვლის საკითხს და აღნიშნა, რომ - ზოგი წავა და ზოგი მოვა, მთლიანობაში ეროვნულ ბანკს ძალიან კომპეტენტური გუნდი ჰყავს.

"მოადგილეების წასვლამ კითხვები გააჩნია როგორც ორგანიზაციის შიგნით ასევე, გარეთ, რადგან იყო მუდმივად განხილვის საგანი. მე ერთხელ ვთქვი და აღარ განვმეორდები, არ მინდა დამატებითი შეფასება გავაკეთო. ჩემი ყოფილი კოლეგები და მეგობრები არიან, მათ როგორც ჩანს თავისი მოსაზრებები ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ფაქტია და ვერავინ ვერ უარყოფს, რომ 3 მოადგილის ერთდროულად წასვლა, როდესაც სულ 7 ვიყავით და ქვორუმი იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს ემუშავა, საჭირო იყო 5 და ელემენტარული არითმეტიკის ამბავია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააგდებდა ეროვნულ ბანკს. თუკი ისინი ფიქრობდნენ, რომ გადაწყვეტილება იყო დავუშვათ, არასწორი, ამ თავისი გადაწყვეტილებით შეეძლოთ მთლიანად სისტემის პარალიზება, მაგრამ კარგია, რომ ამ დროს პარლამენტში წარდგენილი იყო ორი კანდიდატი და პარლამენტმა დროულად მიიღო გადაწყვეტილება. ახლა ჩვენ ამ კუთხით არაფერი არ გვემუქრება აბსოლუტურად, ქმედითუნარიანია ჩვენი საბჭო, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თემა იყო.

რაც შეეხება ამა თუ იმ თანამშრომლის წასვლას - მერწმუნეთ 600- მდე თანამშრომელი გვყავს, ზოგი წავა, ზოგი მოვა. მთლიანობაში ძალიან კომპეტენტური გუნდი გვყავს. მე მიწევს ძალიან ბევრი შეხვედრა, რადგან ერთი გუნდი ვართ და თუკი რაიმე კითხვა გაუჩნდათ მინდა, რომ მივაწოდო სწორი ინფორმაცია ჩვენს მოტივებთან დაკავშირებით. არანაირი დესტაბილიზაცია არ არის, ყველა მუშაობს.

19 სექტემბრის ტექსტის შესახებ მოადგილეებმა ხელმოწერამდე გაიგეს, თავისი პოზიცია დააფიქსირეს, ეს იყო უთანხმოება გადაწყვეტილების მიმართ და შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს", - განაცხადა თურნავამ.

სტეპან გრიგორიანი - უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
კახა ოქრიაშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს
კახა ოქრიაშვილი - 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?