ნათია თურნავა - საქართველო, ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა ყოველთვის იყო, რჩება და ხვალაც იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული - გვინდა, რომ მათი აღსრულება იყოს უნაკლო

საქართველო, ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა ყოველთვის იყო, რჩება და ხვალაც იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული - გვინდა, რომ მათი აღსრულება იყოს უნაკლო. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოს იურისდიქციაში იყოს უნაკლო.

“თავიდანვე მინდ აიყოს ნათელი, რომ საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა ყოველთვის იყო ერთგული და დღესაც ერთგული რჩება და ხვალაც იქნება, საერთაშორისო სანქციების. მაგრამ ვართ რა ერთგული საერთაშორისო სანქციების, გვინდა, რომ მათი აღსრულება იყოს უნაკლო, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება და ეს ბოლო ცვლილება, რაც შევიტანეთ, ემსახურება იმას, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოს იურისდიქციაში იყოს უნაკლო და რაიმე წინააღმდეგობა ადგილობრივი კანონმდებლობის სახით არ ხვდებოდეს, იყო სრული სინერგია ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულებას შორის. ამის საპირწონედ და ამის გადასაწყვეტად იყო შეტანილი ის ცვლილება, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, თუკი ისინი აღმოჩნდებიან სასანქციო სიაში, არა კონკრეტული სახელი და გვარი, არამედ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, მათთან მიმართებაში ბანკები განახორციელებენ სანქციებით გათვალისწინებულ ზომებს იმ შემთხვევაში, როდესაც დადგება ძალაში საქართველოს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ანუ სანქციის აღსრულებასა და სანქციის დადებას შორის გარკვეული პროცედურა გავაჩინეთ, რომელიც შეესაბამება ჩვენს კანონმდებლობას, სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას და შესაბამისად, შუალედური მოკვლევა, შესწავლა, ჩვენი კანონმდებლობის როლი და ფუნქცია აღარ დაიკარგა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო