ნათია თურნავა - ჩვენ შევისწავლეთ ბევრი ქვეყნის გამოცდილება - ჩვენი ამოცანაა, უკეთ დავიცვათ სანქციები და არა ის, რომ გვერდის ავლის გზები გაჩნდეს - ეს საქართველოში არასდროს მოხდება

ჩვენ შევისწავლეთ საკმაოდ ბევრი ქვეყნის გამოცდილება - ჩვენი ამოცანაა, უკეთ დავიცვათ სანქციები და არა ის, რომ გვერდის ავლის გზები გაჩნდეს. ეს საქართველოში არასდროს მოხდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ მოქმედებს რომელიმე ქვეყანაში მსგავსი საგამონაკლისო ბრძანება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოსცა.

მისივე თქმით, ყველა სახელმწიფო ხელმძღვანელობს თავისი ინტერესით, ადგილობრივი, სუვერენული კანონმდებლობის თავისებურებებით.

„ჩვენ შევისწავლეთ საკმაოდ ბევრი ქვეყნის გამოცდილება. თხუთმეტამდე ქვეყანაში, მათ შორის არის როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ასევე არაწევრი, მაგალითად, სამხრეთ კორეა, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია. ამ 15 ქვეყანაში მოქმედებს სპეციალური საკანონმდებლო აქტი სანქციების შესახებ, რომელიც აწესებს როგორც სხვადასხვა უწყების ვალდებულებებს, ასევე საგამონაკლისო წესს, თუ რომელი უწყება ანიჭებს სხვადასხვა კომერციულ სუბიექტს ამ გამონაკლისის განხორციელების უფლებას.

ამ ქვეყნებს, ყველას ადგილობრივი კანონი დასჭირდა იმისთვის, რომ ამ კონფლიქტისთვის ეპასუხა, რათა საერთაშორისო სანქცია, მხოლოდ ავტომატური მიერთება არ კმარა, შენ უნდა გქონდეს ასახული საკუთარ კანონმდებლობაში ისეთი ნორმები, რომელიც უტოვებს ადგილს შენს საკუთარ ფუნქციებს, შენი საკუთარი უწყებების როლს.

ამ კანონებში სხვადასხვა ტიპის გამონაკლისია განსაზღვრული, არ არის ერთგვაროვანი. ყველა სახელმწიფო ხელმძღვანელობს თავისი ინტერესით, ადგილობრივი, სუვერენული კანონმდებლობის თავისებურებებით.

დასავლურ სამყაროზე ვსაუბრობ, მაგალითად, ძალიან საინტერესო კანონი აქვს ავსტრიას, სადაც ის უწყებებია ჩამოთვლილი, ვინც სხვადასხვა ფუნქციას აღასრულებს, იქ მოხსენიებულია ცენტრალური ბანკი, რომელიც გარკვეულ გამონაკლისებს აწესებს. ჩამოთვლილია, რა შემთხვევაში წესდება ეს გამონაკლისები. კანადაშიც ფართო საგამონაკლისო სფეროა. იქ არის უფრო მეტად აქცენტი ნებადართულ ტრანზაქციებზე. როგორც ის, რომ კანადის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის და საპენსიო გადახდებისთვის უნდა იყოს გამონაკლისები, ასევე ჰუმანიტარული მიზნით გაკეთებული გამონაკლისებია. საინტერესოა შვეიცარიის მაგალითი, სადაც მათი სპეციალური აქტით, ფედერალური საბჭო ანიჭებს სხვადასხვა ტიპის გამონაკლის სუბიექტს ჩანაწერით: „ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე“.

თუ შევადარებთ იმას, რაც ჩვენ მივიღეთ, რა თქმა უნდა, ერთი-ერთში არ არის მსგავსება. როგორც წესი, ქვეყნები საკუთარ მოქალაქეზე არ აკეთებენ აქცენტს და უფრო საკუთარ იურისდიქციაზე ავრცელებენ გამონაკლისს. ჩვენ რისკებიდან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ არ უნდა გაგვეფართოებინა ეს სფერო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე კვლავაც დავტოვეთ ავტომატური შესრულება, ვენდობით იმ უწყებას, ვინც საზღვარგარეთ შეისწავლა და სანქციები დააწესა, ავტომატურად ვავრცელებთ. ჩვენი ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, ერთმანეთთან შესაბამისობაში მოვიყვანეთ როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, რომელიც მოკვლევას, სასამართლოს ითვალისწინებს, ასევე ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებას. ჩვენი ამოცანაა უკეთ დავიცვათ სანქციები და არა ის, რომ გვერდის ავლის გზები გაჩნდეს, ეს საქართველოში არასდროს მოხდება. ჩვენი ამოცანაა არსებული სანქციები დავიცვათ უკეთ, ისე,რომ სამომავლოდ სასამართლო დავების რისკი მოვხსნათ“, - აღნიშნა თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო