ნათია თურნავა - ყველას მინდა მოვუწოდო, სათანადო პატივისცემით მოეკიდოს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრებს - როდესაც ჩემი და ჩემი კოლეგების კანდიდატურას არჩევდნენ, ბევრი მოკვლევა გაკეთდა, ვიმედოვნებ, რომ აქაც ანალოგიური სამუშაო იქნა გაწეული

ყველას მინდა მოვუწოდო, რომ სათანადო პატივისცემით მოეკიდოს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრებს , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საბჭოს ახალი წევრების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვას საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, სებ-ის საბჭოს კანდიდატები პრეზიდენტის მიერ შეირჩევა და მას ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტის აპარატის კვალიფიკაციაში ეჭვი არ შეაქვს.

„როდესაც მაგალითად, ჩემი და ჩემი კოლეგების კანდიდატურას არჩევდნენ, საკმაოდ ბევრი მოკვლევა გაკეთდა, საკმაოდ ბევრი საბუთის მიტანა დაგვჭირდა და მე ვიმედოვნებ, რომ აქაც ალბათ, ანალოგიური სამუშაო იქნა გაწეული. მე ვერც ვიქნებოდი ამ საკითხში ჩართული და ვერც ვერავინ ეროვნული ბანკიდან, იმიტომ რომ ეს ჩვენ არ გვეხება და არც ყოფილა ჩვენთან რაიმე კომუნიკაცია. ასევე მიხარია, რომ ძალიან დროულად და განხილვის შემდეგ პარლამენტმაც დაამტკიცა ეს კანდიდატურები. მე მივესალმები მათ. მინდა მივულოცო ძალიან საჭირო მომენტში ეროვნული საბჭოს წევრობა და ყველას მინდა მოვუწოდო, რომ სათანადო პატივისცემით მოეკიდოს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრებს, იმიტომ რომ ეს არის ასევე ჩვენი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ნაწილი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოდან 3 წევრის წასვლის შემდეგ, 21 სექტემბერს, პარლამენტმა საბჭოს 2 ახალი წევრი - ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო