ანა ნაცვლიშვილი - დოკუმენტები, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, არავის უნახავს, არ ვიცით რა გაიგზავნა - ცალ კარში თამაშობს ეს ხალხი

დოკუმენტები, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, არავის არ უნახავს, არ ვიცით რა გაიგზავნა, ცალ კარში თამაშობს ეს ხალხი , - ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალირტანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ ვენეციის კომისიაში გაგზავნილ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი, რატომ გზავნიან კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენი საქმე დავასრულეთო.

„არის უამრავი მაგალითი, როდესაც „ქართული ოცნება“ ატყუებს საკუთარ მოქალაქეებს, ვითომ რაღაც საქმეს აკეთებს, სინამდვილეში, იქ, სადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყოფნა და თუ რამეს აკეთებ, ამის წარმოჩენა, იქ „ოცნება“ არ არის. ორი დღის წინ დავბრუნდი ბერლინიდან ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია იყო ბუნდესტაგში, სწორედ 12 პუნქტთან დაკავშირებით, “ტრიოს” ფორმატში, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ამ ფორმატს ბოიკოტი გამოუცხადა. არ იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქ, სადაც ზუსტად რეფორმებზე იყო საუბარი და სამი ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

დოკუმენტები, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, არავის უნახავს, არ ვიცით რა გაიგზავნა. პარლამენტის საჯარო გამჭვირვალე სისტემაში, რომელზე წვდომაც აქვთ პარლამენტის დეპუტატებს, გარდა იმისა რომ არანაირი ფორმატი არ ყოფილა განხილვის, არ ვიცით რა გაგზავნა. ცალკარში თამაშობს ეს ხალხი.

მე გაგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმაც, პაპუაშვილმაც და ყველა ლიდერმა გახსნეს ახალი სეზონი იმის საუბრით, რომ ზაფხულში ყველაფერი შესრულდა. ბორელი როცა იყო ჩამოსული, რას ამბობდა ღარიბაშვილი პრესკონფერფენციაზე? რომ ყველაფერი შესრულებულია, ყველა სამუშაო გაწეულია, ყველაფერი კარგადაა. თუ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი შესრულებული გვაქვს და აბა, რა გაგზავნეს ახლა ვენეციის კომისიაში? საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი, ივნისში, ივლისში, სექტემბერში რომ გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი გავაკეთეთო და ყველაფერი კარგიაო, ჩვენი საქმე დავასრულეთო და ახლა მოგვეცით სტატუსიო, ახლა რაღას გზავნიან ვენეციის კომისიაში. ამდენ ტყუილში შეიძლება რომ გამხილონ? ამდენი ტყუილი შეიძლება ადამაინმა იკადროს?“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო