რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს ჯვართამაღლებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს ჯვართამაღლებას ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„27 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა. ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. 355 წელს, იერუსალიმის მახლობლად აღმოაჩინეს მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც ეწამა კაცობრიობის მხსნელი. ხალხის დიდი ინტერესის გამო, პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ჯვართამაღლებას ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს, ცხოველმყოფელი ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის