ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე, იმ ქვეყნის, რომელიც თავისი მდიდარი კულტურით, ისტორიითა და წარმოუდგენელი მიღწევებით გამოირჩევა

ბატონო ელჩო, თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე, სადაც ღირსშესანიშნავი ქვეყნის დაარსებას აღვნიშნავთ; იმ ქვეყნისას, რომელიც გამოირჩევა თავისი მდიდარი კულტურით, ისტორიითა და წარმოუდგენელი მიღწევებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აღმაფრთოვანებელია, თუ როგორ მოახდინა ჩინეთმა თავისი წინაპრების სიბრძნის საფუძველზე, შეუფერხებლად გააერთიანებინა ტრადიციული ღირებულებები უახლეს ტექნოლოგიებთან და ინოვაციურ სტრატეგიებთან და გადაქცეულიყო გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად.

„ჩინეთის გასაოცარმა ცივილიზაციამ, რომელიც უხვადაა გაჯერებული ტრადიციებითა და სიმბოლიზმით, მოიპოვა საყოველთაო აღფრთოვანება მისი უსაზღვრო სიღრმით. ჩინეთის კულტურული სიმდიდრე ცხადყოფს ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბებაში ტრადიციის მატარებელ ძალას და ეფექტს. ჩინეთის კულტურა, რომელიც ათასწლეულებს მოიცავს, გულისხმობს კონფუციანელობას, ხაზს უსვამს პატივისცემასა და იერარქიას, დაოიზმის ჰარმონიას ბუნებასთან და წონასწორობასთან, ტრაპეზში ჩაის როლს და სტუმართმოყვარეობას. ჩინური კალიგრაფია ხოტბას ასხამს ესთეტიკას, ხოლო ჩინეთის დიდი კედელი ისტორიისა და მიზანდასახულობის სიმბოლოა. მართლაც აღმაფრთოვანებელია, თუ როგორ მოახდინა ჩინეთმა თავისი წინაპრების სიბრძნის საფუძველზე, შეუფერხებლად გააერთიანებინა ტრადიციული ღირებულებები უახლეს ტექნოლოგიებთან და ინოვაციურ სტრატეგიებთან და გადაქცეულიყო გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად. ძველისა და ახლის ეს ჰარმონიული შერწყმა ცხადყოფს, რომ ჩინეთის წინსვლა განპირობებულია არა მხოლოდ მისი სამომავლო ამბიციებით, არამედ ისტორიული მემკვიდრეობის, როგორც ძალისა და შთაგონების წყაროს, მიმღებლობის უნარით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთში ისტორიული ვიზიტის დროს მას ჰქონდა პატივი მნიშვნელოვანი შეხვედრები ეწარმოებინა პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ ლისთან თანამშრომლობის ახალი გზების გამოსავლენად.

„მეგობრებო, საქართველო - თავისი გამორჩეული ისტორიით, უნიკალური ტრადიციებითა და პროგრესული მისწრაფებებით - აღიარებს ჩინეთთან ძლიერ კავშირს. ეს მეგობრობა და ეს კავშირი ცხადყოფს, რომ მსგავს ღირებულებებს ძალუძს გეოგრაფიული სივრცეების გადალახვა და ხალხის გაერთიანება კოლექტიურ ძალისხმევაში.

ამ თვალსაზრისით, ნება მომეცით ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრობას და ტრადიციულად წარმატებულ თანამშრომლობას. ჩინეთს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, რომელმაც 31 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენთან დიპლომატიური კავშირები დაამყარა, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს გულებში.

ძალიან ვაფასებთ ჩინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, საქართველო იცავს „ერთი ჩინეთის პრინციპს“ და ეს ურთიერთ-სოლიდარობა ქმნის მყარ საფუძველს ჩვენს ერებს შორის მტკიცე კავშირისთვის.

ამ კავშირების დასტურად, ჩემი წლევანდელი ვიზიტი ჩინეთში არის ის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც მათ სტრატეგიული პარტნიორობის საპატიო დონემდე ამაღლებს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე. ამ ისტორიული ვიზიტის დროს მქონდა პატივი მნიშვნელოვანი შეხვედრები მეწარმოებინა პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ ლისთან, რათა თანამშრომლობის ახალი გზები გამომევლინა. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ხედვა საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების შესახებ ხელშესახებ და ურთიერთსასარგებლო შედეგებს გამოიღებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის კომენტრსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო