გია ვოლსკი - ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მიზნად ისახავდა - ისინი ფიქრობენ, რომ საჭიროა პანიკური სიტუაციის შენარჩუნება

ზუსტად ვიცოდით, რომ ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც ისახავდა მიზნად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამას ვერ მიაღწიეს, ახლა ამოქექეს ძველი თემა, რომელიც არ არის დაკავშირებული ბოლო პროცესებთან, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა გია ვოლსკიმ ინფორმაცია, რომელიც ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში დაადასტურა, იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა ზაფხულის შემდეგ შეჩერებულია.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე დაყრდნობით, გია ვოლსკიმ იმედი გამოთქვა, რომ სავალუტო ფონდი პროგრამას განაახლებს, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანი ეს არ არის, მათი მიზანია „პანიკური სიტუაციის შენარჩუნება“.

„საფინანსო სექტორზე, კონკრეტულად ეროვნულ ბანკზე შეტევა იყო აბსოლუტურად თვალხილული, თვალსაჩინო და ზუსტად ვიცოდით, რომ ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც ისახავდა მიზნად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამას ვერ მიაღწიეს, ახლა ამოქექეს ძველი თემა, რომელიც არ არის დაკავშირებული ბოლო პროცესებთან. რა საკვირველია, არ არის სასიამოვნო, როდესაც ეს თანამშრომლობა არ ვითარდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, გარკვეულ პერიოდში ეს თანამშრომლობა აღდგენილ იქნება, მაგრამ ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის ამოცანა ეს არ არის. ისინი ფიქრობენ, რომ საჭიროა ამ პანიკური სიტუაციის შენარჩუნება, რათა იქნებ უფრო მტკივნეული დარტყმა მიაყენონ ინფლაციის პროცესს, ვალუტის კურსს, ეს არის ამოცანა. საერთოდ, უნდა ერთიანდებოდეს ოპოზიციაც, უმრავლესობაც, როდესაც ქვეყანას რაიმე ემუქრება. არც ერთი მოვლენა, არც დღევანდელი დღე, 27 სექტემბერი, არაფერი, არ გამოდგა იმის სიმბოლოდ, რომ გაერთიანებულიყო მთელი საზოგადოება საქართველოს ინტერესებისთვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში გუშინ განაცხადა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა, რომელიც ზაფხულში შეჩერდა, სათანადო კომუნიკაციის შემდეგ შესაძლებელია აღდგეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო კომუნიკაციის შემდეგ და შეიძლება, გარკვეული დამატებითი ზომების მიღების შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას ერთობლივად შევუქმნით ისეთ პირობას, რომ ის აღდგეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდი ქვეყანაში კვლავაც იყოს , - განაცხადა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“. ამასთან, თურნავამ დასძინა, რომ აღნიშნულ თემაზე კომუნიკაცია კვლავ შედგება და ის იმედს გამოთქვამს, რომ პრობლემა აღმოიფხვრება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო