მამუკა ყურაშვილი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ყველა შემთხვევაში აღდგება - ქართველ კაცს აფხაზეთში საბოდიშო არაფერი ჩაუდენია, აქეთ უნდა მოუხადონ ქართველებს ბოდიში ეთნოწმენდისთვის და გენოციდისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის მამუკა ყურაშვილის განცხადებით, სოხუმის დაცემის დღე საქართველოსთვის ტრაგიკულია.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა გმირების დაფასება, რადგან მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოლეს.

„პირველ რიგში, ეს გმირები უნდა დავაფასოთ, ამ ადამიანებს საბოდიშოდ არ უომიათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იომეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ყველა შემთხვევაში აღდგება. გეოპოლიტიკური მდგომარეობა იცვლება, ჩვენი გმირები უკრაინაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვიან. ასეთ ქვეყანას, სადაც ეს ხალხი არის დაბადებული და ნაომარი, ვერასდროს, ვერავინ რუსეთში ვერ შეიყვანს, ეს ყველამ უნდა იცოდეს. დღეს არის ტრაგიკული და ძალიან მძიმე დღე. 2008 წელმა კიდევ ერთხელ ზედმიწევნით დაამტკიცა, რა ხდებოდა 90-იან წლებში, 1991-92-93 წლებში, ეს იყო რუსეთთან ომი და გაფორმდა რუსულ-ქართული ომით 2008 წელს. 2008 წელმა გახადა მანტია ფაშისტურ ძალებს. დღეს რაც ხდება მთლიანად საქართველოში, იქნება ზუსტად იმაზე მიმართული, რომ ამ გმირების ნაომარი იქნება დაფასებული და დაფასება გამოვლინდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. საბოდიშო ქართველ კაცს აფხაზეთში არაფერი ჩაუდენია, აქეთ უნდა მოუხადონ ეთნოწმენდისთვის და გენოციდისთვის ქართველებს ბოდიში, ვისაც აქვს მოსახდელი. არც მე და არც დანარჩენ მეომრებს არ უომიათ იმისთვის, რომ ბოდიში მოეხადათ აფხაზეთში, არავისთან არაფერი საბოდიშო არ გვაქვს“, - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა