ირაკლი ფავლენიშვილი - დღეს გვაქვს შანსი, გამოვიყენოთ გეოპოლიტიკური მოცემულობა და ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ - ყოველ დღე უნდა ვიძახდეთ - გაისად სოხუმში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს!

დღეს ჩვენ მოვედით აქ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის შეწირულ გმირებს. დღეს გვაქვს შანსი, ეს განწირული სულისკვეთება არა მხოლოდ უკვალოდ, არამედ უშედეგოდ არ იყოს ჩავლილი, გამოვიყენოთ ეს გეოპოლიტიკური მოცემულობა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგი საერთოდ არ მოიცავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

„ის მიზანი, რასაც ამ გმირებმა შესწირეს თავი, არის ერთი ხელის გაწვდენაზე, თუმცა სამწუხაროდ, მოცემული პოლიტიკური ხელისუფლება არ გვაძლევს ამ ისტორიულ შანსის რეალიზების საშუალებას, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი საერთოდ არ მოიცავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. დიდება გმირებს! აუცილებლად, ყოველ დღე უნდა ვიძახდეთ - გაისად სოხუმში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს! ეს უნდა იყოს ჩვენი ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ღერძი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსის, ნიკა ჭურაძის განცხადებით, დღევანდელი დღე ძალიან მტკივნეულია თითოეული ქართველისთვის.

„არა მგონია ვინმეს რამე ეზეიმებოდეს და სურდეს რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარება. სანამ ჩვენი ტერიტორიები იქნება ოკუპირებული, არცერთი ქართველი ვაჟკაცი არ უნდა შეეგუოს ამას. ამის ნათელი გამოხატულებაა, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი ქართველი მებრძოლები უკრაინაში“, - განაცხადა ნიკა ჭურაძემ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო