ბექა ლილუაშვილი - ეროვნული ბანკი დაემორჩილა პარტიას და დაადასტურა, რომ ტოტალური კონტროლის ქვეშაა - ნათელა თურნავა ეროვნული ბანკის ისტორიაში შეიძლება დარჩეს ადამიანად, რომელმაც ბანკის დამოუკიდებლობა დაანგრია

თურნავას გამოცემული ბრძანება ქვეყანაში სანქციებისგან თავის დაძვრენის სამართლებრივი მექანიზმის შექმნას და რუსულ ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილი გამოეხმაურა ნათია თურნავას მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" გაკეთებულ განცხადებას, სადაც თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდმა პროგრამა ზაფხულში შეაჩერა და აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდის მიერ პროგრამის შეჩერება ნიშნავს სერიოზულ კითხვების გაჩენას ორმხრივ პარტნიორობაში.

„ნათელა თურნავას გამოცემული ბრძანება ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყანაში შეიქმნას სანქციებისგან თავის დაძვრენის სამართლებრივი მექანიზმი, ამ თვალსაზრისით ის არის ბევრად უფრო რუსული საქმის და მიზნის მატარებელი, ვიდრე იყო „რუსული კანონი", რადგან „რუსული ბრძანება" უკვე ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ხელისუფლების ერთი ზარითაც კი არა, სატელევიზიო კომენტარით დაემორჩილა ეროვნული ბანკი პარტიას და დაადასტურა, რომ ტოტალური კონტროლის ქვეშაა. ეროვნულმა ბანკმა და ხელისუფლებამ უნდა გაიგოს და მე მათ აღარ ვაცალკევებ, რადგან პარტიის ნაწილი და პარტიის ქვეორგანიზაციაა ეროვნული ბანკი, ამიტომ პარტიამ უნდა გაიგოს, რომ ამით აზიანებს არამხოლოდ ქვეყნის ევროპულ მომავალს, არამედ საფრთხეს ქმნის ქვეყნის ეკონომიკისთვის, არ ვლაპარაკობ მხოლოდ 70 მილიონის „გასროლაზე“ სახელმწიფო რეზერვებიდან, კურსის გაუფასურება გვიჯდება ფული თითოეულ მოქალაქეს. ამას გარდა სერიოზული კითხვები იქმნება საფინანსო სექტორის სტაბილურობასთან მიმართებით და ხომ არ გამოიწვევს ეს იმას, რომ ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებიც დასანქცირდნენ. ნათელა თურნავა შეიძლება დარჩეს ეროვნულ ბანკის ისტორიაში ადამიანად, რომელმაც სტატუსის გარეშე მოახერხა დაენგრია ბანკის დამოუკიდებლობა და სერიოზული კრიზისი გამოეწვია ქვეყანაში”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში გუშინ განაცხადა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა, რომელიც ზაფხულში შეჩერდა, სათანადო კომუნიკაციის შემდეგ შესაძლებელია აღდგეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო კომუნიკაციის შემდეგ და შეიძლება, გარკვეული დამატებითი ზომების მიღების შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას ერთობლივად შევუქმნით ისეთ პირობას, რომ ის აღდგეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდი ქვეყანაში კვლავაც იყოს , - განაცხადა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“. ამასთან, თურნავამ დასძინა, რომ აღნიშნულ თემაზე კომუნიკაცია კვლავ შედგება და ის იმედს გამოთქვამს, რომ პრობლემა აღმოიფხვრება.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით