დავით კირკიტაძე - სამწუხაროდ, ეს პარლამენტი ისტორიაში შევა როგორც პარლამენტი, რომელმაც „რუსული კანონი“ მიიღო და ხალხისთვის არაფერი გაუკეთებია - დღეს არის შანსი, პენსიონერები მძიმე ბეგარისგან გათავისუფლდნენ

სამწუხაროდ, ეს პარლამენტი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც პარლამენტი, რომელმაც „რუსული კანონი“ მიიღო და ხალხისთვის არაფერი გაუკეთებია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არის შანსი, პენსიონერები გათავისუფლდნენ იმ მძიმე ბეგარისგან, რომელიც დავით კირკიტაძის აზრით, მათ საბანკო ოლიგარქიამ შეუქმნა.

„დღეს გვაქვს შანსი იმისა, რომ ერთი სიკეთე მაინც გავაკეთებინოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას და არა მარტო უმრავლესობას. მძიმე ტვირთი აწევთ ჩვენს პენსიონერებს სახელმწიფოს უყურადღებობის, „ლიბერთი ბანკთან“ და იმ საბანკო ოლიგარქიასთან სახელმწიფოს დამოკიდებულების გამო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. ეს ახრჩობს ქართველ პენსიონერს, მცირე მეწარმეს თუ ნებისმიერ ადამიანს. დღეს გვაქვს შანსი, იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტში არის შემოსავალი, ერთსულოვნად ყველამ მხარი დავუჭიროთ, გავაკეთოთ დიდი სიკეთე და საქართველოს ისტორიაში ეს პარლამენტი შევიდეს, როგორც ერთი სიკეთის მაინც გამკეთებელი. ეს უმრავლესობა და პენსიონერები გავათავისუფლოთ ამ მძიმე ბეგარისგან, რომელიც მათ საბანკო ოლიგარქიამ, ამ ხელისუფლებამ და რუხაძემ კისერზე დაადო“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის