კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქციას მართავენ და რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტას აპროტესტებენ

კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქციას მართავენ.

ისინი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტას აპროტესტებენ.

პიანისტის, გიორგი გიგაშვილის თქმით, მისთვის მოსალოდნელი იყო, რომ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კონსერვატორიის საქმიანობაშიც ჩაერეოდა, ისე, როგორც ბოლო პერიოდში მინისტრი კულტურის სხვა სფეროებს მოექცა.

„კონსერვატორია უკვე 100 წელიწადზე მეტია ერთად დგას და ერთიანობით ვიბრძვით, ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. დღეიდან უკვე წარიმართება ის პროცესები, რითაც ჩვენ ყველა შევძლებთ ამ დამოუკიდებელი, თავისუფალი სასწავლებლის დაცვას. დიახ, ეს არის რეპრესიები და ამას ყველა ველოდებოდით, განსაკუთრებით მე. ის, რაც სხვა კულტურის სფეროებში მოხდა, ყველა ველოდით, რომ ეს კონსერვატორიაშიც მოხდებოდა. ახლა უკვე საჭიროა, რომ გონება ჩავრთოთ და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ”, - განაცხადა მუსიკოსმა, გიორგი გიგაშვილმა.

მანამდე, 20 სექტემბერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის ფორმატში” გამოსვლისას განაცხადა, რომ „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი”.

მინისტრის შეფასებით, „კონსერვატორია დღეს ვერ ახერხებს სტუდენტებს მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლება მიაწოდოს”.

„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო, განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს”, - აღნიშნა წულუკიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო