თბილისის მერიამ 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანსია გამოაცხადა

თბილისის მერიამ 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანსია გამოაცხადა.

როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაახლოებით 400 მძღოლის ვაკანსია იქნება და მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო 2500-3000 ლარამდე შეადგენს.

„შევიძინეთ 180 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულად ფუნქციონირებდეს, ემსახურებოდეს დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და კომფორტულად შეძლონ გადაადგილება. დღეს, რა თქმა უნდა გვაქვს, გამოწვევები და პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ამ მიმართულებით, თუმცა პროცესი გრძელდება, რადგან აღნიშნული რეფორმა ბევრ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს. მთავარი მიზანი ამ რეფორმის არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველასათვის ხელმისაწვდომი და კომფორტული. დღეს ვხვდებით, ავტობუსებს რომელიც არის გადაჭედილი. ამას აქვს თავისი ახსნა - მიმდინარეობს პარალელურად ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, რადგან მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა და ამ პროექტების განხორციელების დროს გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლები.

18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა 2024 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება. ამის გათვალისწინებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო აღნიშნული ავტობუსების მართვისთვის საჭირო „ე“ კატეგორიის მოწმობის მისაღებად კომპანიაში ამჟამად მომუშავე მძღოლების გადამზადება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ნაცვლად აუცილებელი გახდება შეივსოს 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანსიები. საუბარია დაახლოებით, 400 მძღოლის ვაკანსიაზე. შესაბამისად, მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა ვაკანსიებში და დასაქმდეს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2500-3000 ლარამდე გამომუშავებით“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო