გიორგი ვაშაძე - ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად, სულ უფრო ახლოვდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, როცა ამას შევძლებთ, ამ გმირების სულები იქნება უკვდავყოფილი სამუდამოდ

ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად, სულ უფრო ახლოვდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისივე თქმით, საქართველოს გამთლიანებისთვისა და ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანა ფარცხალაძის მცველებისგან გათავისუფლდეს.

„ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად სულ უფრო ახლოვდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, უბრალოდ სოხუმსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანებისთვის ორი ალტერნატივა - ერთი მხრივ, რუსული პასპორტი, რომელიც სიკვდილთან და განადგურებასთან ასოცირდება, მეორე მხრივ, ქართულ-ევროპული პასპორტი, რომელიც განვითარებასთან და პერსპექტივასთან ასოცირდება. აი, ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისთვის და ამიტომაც გვინდა ევროკავშირის წევრობა, რაც შეიძლება სწრაფად. როცა ამას შევძლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას გავაკეთებთ, ამ გმირების სულები იქნება უკვდავყოფილი სამუდამოდ ჩვენს ისტორიაში. მაშინ მათი სულები ნამდვილად ჩათვლიან და მთელი საქართველო ჩათვლის, რომ ტყუილად არ ყოფილა მათი თავგანწირვა, რომელიც მათ გამოიჩინეს.

აი, ეს არის გზა, რომელიც ჩვენ უნდა ავირჩიოთ, მაგრამ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსი ჯაშუშის ფარცხალაძის მცველებისგან გავათავისუფლოთ ქვეყანა, ამის შემდგომ ევროკავშირი და ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად გავივლით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა