სამწუხაროდ, პრეზიდენტი ხან კონსტიტუციას არღვევს, ხან კანონს. მისი გადაწყვეტილება მორიგი შეცდომა იყო, ფარცხალაძეს რომ მოქალაქეობა არ ჩამოართვა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე ქართული პოლიტიკისთვის საინტერესო ფიგურა არაა და არც არასდროს ყოფილა.
„სამწუხაროა, პრეზიდენტი ხან კონსტიტუციას არღვევს, ხან კანონს. მისი გადაწყვეტილება მორიგი შეცდომა იყო, ფარცხალაძეს რომ არ ჩამოართვა მოქალაქეობა. ვფიქრობ, ეს შეცდომები მის რეპუტაციას აზიანებს, მაგრამ აქ მთავარი არ არის მისი რეპუტაცია, ეს ზიანი ვრცელდება სახელმწიფოზე. მოქალაქეობის შეწყვეტა იყო პრეზიდენტის პრეროგატივა, პრეზიდენტს უნდა შეეწყვიტა. მან ეს არ გააკეთა. ფარცხალაძე არ არის საინტერესო პიროვნება ქართული პოლიტიკისთვის, ის არც არასდროს ყოფილა. მისი პროკურორობა მახსოვს თვენახევარს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ ვარ პოლიტიკაში, მე ის ფიზიკურად არც მინახავს. არავითარი ურთიერთობა და ნაცნობობა მასთან არ მაქვს. მისი მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში არის იმდენად მცირეხნიანი, მისი არც ცნობადობაა შესაბამისი და არც განხილვად ღირს მისი ქმედება. მისი თვენახევრიანი პროკურორობა დასრულდა ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ის პროკურორი არ უნდა ყოფილიყო და ეს დაასრულა მმართველმა გუნდმა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.