დავით კირკიტაძე - გირჩევთ, დაელოდოთ 7 ოქტომბერს, რომელიც ნიკა მელიამ დააანონსა - არავითარი ჩრდილოვანი მმართველობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის

ირჩევთ, დაელოდოთ 7 ოქტომბერს, რომელიც ნიკა მელიამ დააანონსა - ჩემი აზრით, დღეს მნიშვნელოვანია ერთობა, - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე ნიკა მელიას განცხადებას, რომ 7 ოქტომბერს ექნებათ შეხვედრა, სადაც მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საერთო ძალისხმევა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყოს მიმართული.

„არავითარი ჩრდილოვანი მმართველობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის, „ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, ჰყავს უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობით არჩეული თავმჯდომარე და „ნაციონალური მოძრაობა" იმართება ასე. „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს დიდ კოალიციას გამარჯვების პლატფორმას და პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. რაც შეეხება მელიას, მის სამომავლო პოლიტიკურ პერსპექტივებს, ვისთან, რასთან იქნება დაკავშირებული, მე გირჩევდით, რომ დაველოდოთ 7 ოქტომბერს, რიცხვს რომელიც მან დააანონსა და მხოლოდ შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები, რადგან ხშირად გვინახავს არაერთი წინასწარი შეფასება ექსპერტების, რომელიც არ ხდება ხოლმე და ხშირად მცდარი არის ხოლმე. ამიტომ ნაადრევი შეფასებისგან თავს შევიკავებდი. ჩემი პერსონალური აზრი თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, დღეს მნიშვნელოვანია ერთობა და მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იყოს იმისკენ, რომ „ქართულ ოცნებასთან" გვქონდეს ბრძოლა და მასთან განსხვავება უნდა ვაჩვენოთ“, - განაცხადა კირკიტაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო