მიხეილ დაუშვილი - ეროვნულმა ბანკმა კი არ მართა კრიზისი, რომელიც თვითონვე შექმნა, არამედ კრიზისი ყველაზე სწორად მართეს კომერციულმა ბანკებმა - „ქართულმა ოცნებამ“ სები პარტიულ ორგანიზაციად აქცია

„ქართულმა ოცნებამ“ ეროვნული ბანკი, დამოუკიდებელი ინსტიტუცია პარტიულ ორგანიზაციად აქცია და მიაღებინა ის გადაწყვეტილება, რომელიც საკუთარი მოკავშირის და პარტნიორის დასაცავად სჭირდებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც იცავ ოთარ ფარცხალაძეს, რომელზეც გეუბნებიან, რომ არის „ეფესბეს“ აგენტი, ამით საქართველოში რუსულ ინტერესებს იცავ.

„ჩვენმა მთავარმა პარტნიორმა გვითხრა, რომ ფარცხალაძე „ეფესბეს“ აგენტია, ქვეყანაში ჯაშუში გყავთო, რომელიც თავის დროზე მთავარი პროკურორი იყო და საქართველოში რუსული გავლენების ზრდას ემსახურებოდა. თუ მომავალში ეს ბრძანება ასეთ ადამიანებს დაიცავს, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ამ რუსული ბრძანების მიღებით ერთადერთი, ვინც ისარგებლა, ეს არის რუსეთის ფედერაცია“, - განაცხადა დაუშვილმა.

მისი განმარტებით, სების მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება ეს არის "რუსული ბრძანება", რომლითაც საქართველოს მოქალაქეები დაზიანდნენ და შეილახა საერთაშორისო დონეზე ქვეყნის რეპუტაციაც.

„როგორც კი ჩვენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ მიღებული რუსული ბრძანება ვიხილეთ, ამის შემდგომ თუ ვინმეს ჰქონდა ადეკვატური რეაგირება ამ რუსულ ბრძანებაზე, ეს იყვნენ კომერციული ბანკები, რომელმაც, ფაქტობრივად, განაცხადეს, რომ ამ ბრძანებას არ ემორჩილებიან და საერთაშორისო სანქციების შესაბამისად მოქმედებენ. რეალურად, ეროვნულმა ბანკმა კი არ მართა კრიზისი, რომელიც თვითონვე შექმნა, არამედ ეს კრიზისი ყველაზე სწორად მართეს თვითონ კომერციულმა ბანკებმა. ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, თორემ ეროვნულმა ბანკმა რაც გააკეთა ამ რუსული ბრძანების მიღებით, ამით უდიდესი რისკი შექმნა ქვეყნის არა მხოლოდ საფინანსო სექტორში. საფინანსო სექტორის რისკის ქვეშ დაყენების მთავარი პრობლემა რაშია, რომ საბოლოოდ, მოქალაქეებმა, მეანაბრეებმა და სხვებმა შეიძლება თავიანთი ფული დაკარგონ. შეიძლება ისეთი სავალუტო რყევები მოხდეს, რომელმაც ჩვენი მოქალაქეები დააზარალოს და უკვე დააზარალა“, - განაცხადა დაუშვილმა.

გარდა ამისა, მან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია ამ საკითხს მხარს არ დაუჭერს.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია იმპიჩმენტის პროცესი. რა თქმა უნდა, მას მხარს არ დავუჭერთ მარტივი მიზეზის გამო, არ შეიძლება შენი ქვეყნის პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებდე იმის გამო, რასაც შეიძლება აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამის გამო იმპიჩმენტის გამოცხადება ნიშნავს იმპიჩმენტის გამოცხადებას მთლიანად ევროინტეგრაციის პროცესისთვის. რეალურად, ეს გააკეთა „ოცნებამ". სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს იმისა, რომ ეს სასამართლო ან დამოუკიდებელი ან მიუკერძოებელი იქნება “, - განაცხადა დაუშვილმა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ კენჭისყრაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატებმა პრეზიდენტის გადაყენებას მხარი დაუჭიროს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო