ზურაბ აზარაშვილი, ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის ეროვნული ჯანდაცვის და ფარმაცევტულ ცენტრში იმყოფებოდა

ზურაბ აზარაშვილი ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის ეროვნული ჯანდაცვის და ფარმაცევტულ ცენტრში იმყოფებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცენტრი ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანების კოორდინაციას, ასევე სამედიცინო და სამკურნალო პროდუქტების, ფარმაცევტული ბაზრისა და აფთიაქების რეგულირებასა და ზედამხედველობას უზრუნველყოფს.

„ცენტრის ექსპერტებმა, ზურაბ აზარაშვილს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს. ყურადღება გამახვილდა უნგრეთში არსებულ ფარმაცევტული რეგულაციებზე და ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობაზე. გამოიკვეთა, ლაბორატორიულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ. შეხვედრაზე განიხილეს არსებული თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა, მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს მონაწილეობას ბუდაპეშტში გამართულ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეშვიდე მინისტერიალში, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონის ქვეყნებმა მიიღეს ბუდაპეშტის დეკლარაცია. დოკუმენტით ქვეყნები თანხმდებიან, პანდემიის გამოცდილებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დასაცავად, გაზარდონ პრევენციული და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობები. შეხვედრას უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი ესწრებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო