თბილისის საკრებულოს წევრებმა  აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სოხუმის დაცემის 30 წელთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა და საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან მძიმე დღეა. გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ყველა ჩვენგანის ვალია, პატივი მივაგოთ ქვეყნის თავისუფლებისთვის შეწირულ გმირებს და არასდროს დავივიწყოთ ისინი.

„დღეს თითოეული ქართველისთვის ძალიან მძიმე და მტკივნეული დღეა. ზუსტად 30 წლის წინ სოხუმი დაეცა. ამ ომს გამარჯვებული არ ჰყოლია. დღეს ჩვენ მოვედით აქ და პატივი მივაგეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის შეწირულ გმირებს. ეს ის მცირედია, რისი გაკეთებაც მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად შეგვიძლია. ჩვენ მათ თავგანწირვას არასდროს დავივიწყებთ," - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა