„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ვაინ  კახეთმა“ მზის პანელები დაამონტაჟა

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, ღვინის კომპანია „ვაინ კახეთმა“ მზის პანელები დაამონტაჟა. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია და ის „საქართველოს ბანკისა“ და EBRD - ის ფინანსური ინვესტიციით ხორციელდება.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქარხანაში დამონტაჟდა 360 კილოვატის სიმძლავრის მზის პანელები. კომპანია 2024 წლისთვის მზის პანელების დამატებას და ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე ეტაპობრივად გადასვლას გეგმავს.

„ვაინ კახეთი“ ღვინის კომპანიაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა. ის არის რეგიონში ერთ - ერთი ყველაზე დიდი წარმადობის, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანა, რომელიც კახეთის რეგიონის საუკეთესო ზონებში საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანეს, ქისისა და ხიხვის ჯიშის ვენახებს ფლობს. კომპანია 200 - ზე მეტ ადამიანს ასაქმებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ვაინ კახეთი“ „საქართველოს ბანკთან“ დიდი ხანია თანამშრომლობს და არაერთი პროექტი განგვიხორციელებია ერთად. ბანკის მხარდაჭერით, 2019 წელს, „ვაინ კახეთის“ შვილობილმა კომპანია „ვივიმ“ ვენახები გააშენა, ხოლო 2021 წელს, ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანა ავაშენეთ, სასაწყობე ფართი მოვაწყვეთ და რეზერევუარები გავმართეთ. მოხარული ვართ, რომ ბანკი მუდმივად გვერდით გვიდგას ახალ წამოწყებებში და ამის დასტურია უკვე მესამე ერთობლივი პროექტი. ჩვენც არ ვჩერდებით და კიდევ უფრო ვაძლიერებთ ბიზნესს“, - განაცხადა „ვაინ კახეთის“ დირექტორმა, ლევან ზილფიმიანმა.

„გარემოზე ზრუნვა „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მრავალი წელია მხარს ვუჭერთ აღნიშნული მიმართულების განვითარებას და ამოწურვადი რესურსების ალტერნატივით ჩანაცვლების წახალისებას. სწორედ ამ მიზნით და ჩვენი მხარდაჭერით არაერთი პროექტია განხორციელებული. მოხარულები ვართ, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია „ვაინ კახეთთან“ ვთანამშრომლობთ, რომელსაც კარგად ესმის გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და ზიანის შემცირების მიზნით მათ ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე გადასვლის ახალი პროექტი წამოიწყეს, რომელიც ქარხნის მზის პანელებით აღჭურვას გულისხმობს. ჩვენ ერთობლივ პროექტებს 2019 წლიდან ვახორციელებთ და მოხარულები ვართ, რომ მუდმივად ვხედავთ კომპანიის სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდენენ. წარმატებები მინდა ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ ახალი პროექტების მხარდაჭერას მწვანე მიმართულებით,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024