წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს

3-4 ნოემბერს წინანდლის მამულში პირველად გაიმართება შვეიცარიული ასოციაციის, „Grand Jury Du Vin“-ის ღვინის სიმპოზიუმი. 1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში მართავდა იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში.

ღვინის სიმპოზიუმზე, რომლის თანაორგანიზატორი და მასპინძელი წინანდლის მამულია, თავს მოიყრიან ღვინის პროფესიონალები: სომელიეები, ექსპერტები, ჟურნალისტები და ღვინის ენთუზიასტები მთელი მსოფლიოდან. ღონისძიებაზე სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იქნება როგორც „ბორდო გრანდ კრუ“-ს კლასიფიკაციის ღვინოები, ასევე საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშები.

სიმპოზიუმის ფარგლებში, „Grand Jury Du Vin“-ის წარმომადგენლები გამართავენ მათ მიერ შერჩეული ქართული და უცხოური ღვინის პროფესიულ დეგუსტაციებს.

ღვინის სიმპოზიუმი ასევე მოიცავს კულტურულ პროგრამას, სადაც სიმპოზიუმის სტუმრები გაეცნობიან ქართულ ხელოვნებასა და გასტრონომიას. აქ ჩატარდება კლასიკური მუსიკის და ჯაზის კონცერტები და ქართული ფოლკლორის საღამო სუხიშვილების ეროვნული ბალეტის მონაწილეობით; გაიმართება გალა ვახშამი მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელი შეფის, იან ჰარტვიგისა და „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფის, ირაკლი ასათიანის მასპინძლობით.

წინანდლის ღვინის სიმპოზიუმის ინიციატივა ეკუთვნის სილქ როუდ ჯგუფს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ბანკი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღონისძიების ოფიციალური მხარდაჭერია. ბ-ნი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, და ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, არიან ღონისძიების საპატიო მასპინძლები, სილქ როუდ ჯგუფთან და Grand Jury Du Vin-თან ერთად.

წინანდლის ღვინის სიმპოზიუმის აღმასრულებელ გუნდს წარმოადგენენ ლორან ვიალეტი, „Grand Jury Du Vin“-ის პრეზიდენტი, და გიორგი ხარაბაძე, წინანდლის მამულის აღმასრულებელი დირექტორი.

„წინანდლის ღვინის სიმპოზიუმი ახალი ეტაპია მამულის ცხოვრებაში. ის ემსახურება საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას. ჩვენ ჩამოგვყავს მსოფლიოს წამყვანი მეღვინეები, ღვინის ექსპერტები, სომელიეები, ჟურნალისტები და კრიტიკოსები, რომლებსაც უდიდესი გავლენა აქვთ ღვინის ინდუსტრიაზე. სიმპოზიუმი მოიცავს 2010 წლის ბორდო გრანდ კრუ ღვინოების დეგუსტაციას, რაც ისტორიული მნიშვნელობის ამბავია, უპრეცედენტო მთელი რეგიონის მასშტაბით. მოხარული ვარ, რომ პროექტში საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბანკიც შემოგვიერთდნენ - ეს გარანტიაა, რომ სიმპოზიუმი მაღალ დონეზე ჩატარდება და საქართველო ღვინის მოყვარულებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდება.

გვეამაყება, რომ ეს სიმპოზიუმი სწორედ წინანდალში დაიდებს სათავეს, იქ, სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველად ჩამოასხა ქართული ღვინო ბოთლში და სადაც ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე ქართულ მეღვინეობას“, - გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.

(R)

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლების პოლიტიკურ ელიტას პოლიტიკური კომპასი აერია და შეუქცევადად მცდარი დასკვნების სამყაროში შევიდა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ტურბომიკრონ G - დაივიწყეთ ვენური პრობლემები
თბილისში „ბარამბოს“ სანაყინე ჯიხურები გაიხსნა
გაიაქტიურე სილქნეტის 90-დღიანი პაკეტები მთელი ზაფხულისთვის
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი