გიორგი ვაშაძე - მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ბიუჯეტის პროექტს მხარი დავუჭიროთ ერთ შემთხვევაში - თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას

მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, დავუჭიროთ ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთ შემთხვევაში - თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ბიუჯეტს აქვს ჭარბი თანხა, რომელიც აუცილებლად უნდა მოხმარდეს პენსიონერების სესხების განულებას.

მისივე თქმით, პენსიონერებს „ლიბერთი ბანკისგან“ სესხები კაბალურ პირობებში აქვთ აღებული.

„ჩვენ, „გამარჯვების კოალიციის“ წევრები, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, დავუჭიროთ ბიუჯეტს მხარი ერთ შემთხვევაში - თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას. ეს არის ჭარბი თანხა, რომელიც მიიღო ბიუჯეტმა და ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი იქნება თუ პენსიონერებს გავუსტუმრებთ იმ კატასტროფულ, კაბალურ პირობებში აღებულ ვალებს, რომელიც მათ დღეს აქვთ. დაახლოებით ეს არის 400 მილიონი ლარი. ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი იქნება თუ ამ ჭარბ თანხას მოვახმართ პენსიონერებს, ასობით ათას პენსიონერს, რომელსაც დღეს აქვს ვალი ლიბერთი ბანკისგან, კაბალური პირობებით, სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ ამ თანხიდან 400 მილიონი იქნება მიმართული პენსიონერების სესხების დასაფარად, ჩვენ მზად ვართ დავუჭიროთ ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო