დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „თბილისობა 2023“ სამ ლოკაციაზე გაიმართება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა.
მისი თქმით, მრავალფეროვანი პროგრამის გარდა, რომელიც ორი დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი, 30 სექტემბერს რიყის პარკში დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო 1-ელ ოქტომბერს - მიუზიკლი.
„ამ კვირის უქმეებზე, 30 სექტემბერს და პირველ ოქტომბერს აღვნიშნავთ „თბილისობას“, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. სამ ლოკაციაზე გვაქვს დაგეგმილი ღონისძიებები - რიყის პარკში, აბანოთუბანში, ასევე, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. რიყის პარკში ორივე დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება 12:00-დან 22:00 საათამდე. ესენია: გასტრონომიული ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, საბავშვო-გასართობი აქტივობები და კონცერტები, იქნება ატრაქციონები და სხვადასხვა ინსტალაცია. გარდა ამისა, 30 სექტემბერს, რიყეზე დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო პირველში - მიუზიკლი.
ამავე დღეებში, ორბელიანის მოედანზეც იმოქმედებს კვებისა და ტკბილეულის ზონები, გაიმართება საბავშვო ღონისძიებები, მოეწყობა ინსტალაციები, წიბახას სამაგიდო თამაშები, გასტრონომიული ფესტივალი „ისპანახობა“, თეატრალიზებული პერფორმანსი „თბილისური ტრადიციები“ და ა.შ. იქვე, ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე გაიმართება მუსიკალური ღონისძიებები და კონცერტები როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. რაც შეეხება აბანოთუბანს, 12:00-დან 22:00-საათამდე აქ მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, 30 სექტემბერს გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც მაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს.
„ვინც გეგმავს ამ უქმეების სასიამოვნოდ გატარებას, უსათუოდ გაეცანით პროგრამას, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი და ღონისძიებებით დახუნძლულია. მობრძანდით ყველა, თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და ერთად ვიზეიმოთ „თბილისობა 2023“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„თბილისობის“ პროგრამა
30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს მრავალფეროვან პროგრამას გთავაზობთ და გიწვევთ დედაქალაქის მთავარ დღესასწაულზე!
რიყის პარკი
30 სექტემბერი და 1-ელი ოქტომბერი
12:00 – 22:00
30 სექტემბერი - საბავშვო კონცერტები
1-ელი ოქტომბერი - საბავშვო კონცერტები
30 სექტემბერი
1-ელი ოქტომბერი
ორბელიანის მოედანი
30 სექტემბერი და 1-ელი ოქტომბერი
12:00 – 22:00
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ განთავსებულ სცენებზე, მუსიკალური შემსრულებლები, ბენდები და საბავშვო სტუდიები კონცერტებს გამართავენ:
30 სექტემბერი - გიორგი ათონელის ქუჩა
30 სექტემბერი - ა.ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სცენა
30 სექტემბერი - საბავშვო სცენა - ფხოვის ქუჩა
1-ელი ოქტომბერი - გიორგი ათონელის ქუჩა
1-ელი ოქტომბერი - ა.ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სცენა
1-ელი ოქტომბერი - საბავშვო სცენა - ფხოვის ქუჩა
აბანოთუბანი 30 სექტემბერი და 1-ელი ოქტომბერი
30 სექტემბერი - სახელმწიფო ცერემონიების სასახლე
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ:
✓ გენო ნადირაშვილი, პროექტ „რანინას“ მონაწილეები (ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი, ოთო ბაზერაშვილი, გეგა შონია), ანსამბლი „ირიაო“, ნინო ბაშარული, ია შუღლიაშვილი, ნათია თოდუა, მანანა მენაბდე, ანსამბლი „იალონი“, ნანი ბრეგვაძე, ეკატერინე მამალაძე, ზვიად ბოლქვაძე, ჯგუფი „მგზავრები“, მაყვალა ჩიხლაძე, დათო ევგენიძე, ჯგუფი New One, გიორგი მახარაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.