ფინანსთა მინისტრის მოადგილე - თუ სავალუტო ფონდმა შეწყვიტა პროგრამა და განაცხადა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას აქვს საფრთხე, შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნას სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან კრედიტის მოზიდვას

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, დაახლოებით, ივნისის თვიდან არის შეჩერებული. როგორც მან საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ - „რეფორმების ჯგუფთან“ შეხვედრისას განაცხადა, სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება ეროვნული ბანკის საკითხებთან არის დაკავშირებული, თუმცა არა 19 სექტემბერს გამოცემულ ბრძანებასთან. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის მოლოდინით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგრამას მიმდინარე წლის დასრულებამდე განაახლებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ თუ სავალუტო ფონდი პროგრამის საბოლოოდ შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს საქართველოს სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან გარკვეულ პრობლემას შეუქმნის.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, სავალუტო ფონდის პროგრამის დასრულების ბოლოს, 290 მილიონი მიგვეღო, თუმცა ის პირველი ნაწილი, რაც დასრულდა და 40 მილიონის მიღების შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენ ეს ფული არ ჩამოგვირიცხავს. პროგრამის დასაწყისშივე შეთანხმებული ვიყავით, რომ თუ მიმდინარე ანგარიშში არ შეექმნებოდა ქვეყანას პრობლემა, ამ თანხას არ ჩამოვრიცხავდით და აქედან გამომდინარე, არც ერთი თეთრი ამ პროგრამიდან ჩვენ ჯერ არ ჩამოგვირიცხავს.

პროგრამის შეჩერება არის დაკავშირებული ეროვნული ბანკის საკითხებთან, თუმცა არა კონკრეტულად ბრძანებასთან და მე ვერ გაგცემთ სავალუტო ფონდის მაგივრად პასუხს, ზუსტად რის გამოა შეჩერებული. კონკრეტული პასუხი უნდა გამოვართვათ სავალუტო ფონდს. შეიძლება ბევრი რამე ვიცი, მაგრამ მის ნაცვლად ვერ გიპასუხებთ. ბორდზე უნდა გასულიყო დაახლოებით ივნისში და მას შემდეგ არის შეჩერებული, მას მერე არაფერი შეცვლილა და ველოდებით, რომ წლის ბოლომდე პროგრამის განახლება იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან მოლოდინებს, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რომელიმე საფინანსო ინსტიტუტთან რაიმე სახის შეფერხება გვექნება იმ დაგეგმილი თანხების მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც გაქვს არა მხოლოდ 2023 წელს, არამედ 2024 -2027 წლებში, რაც შეთანხმებულია. ეს არის არა გრანტი, არამედ სესხის მოზიდვა, არც ერთი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ბანკის სტატუსით არის, გრანტებს არ იძლევა ბიუჯეტში.

დღევანდელი მდგომარეობით, ანუ შეჩერებული პროგრამის ფარგლებში, არც ერთი საფინანსო ინსტიტუტიდან არა მარტო არსებულ პროექტებს, რაზეც შეთანხმება გვაქვს, არამედ მომავალში რასაც ხელი უნდა მოვაწეროთ და მომდევნო წლებში უნდა ჩამოირიცხოს, არც ერთ ამ პროგრამას არ უქმნის საფრთხეს. მაგრამ თუ საბოლოო ჯამში, სავალუტო ფონდმა არა თუ შეაჩერა, არამედ შეწყვიტა პროგრამა და განაცხადა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას აქვს საფრთხე, ამ შემთხვევაში ამან შეიძლება შეუქმნას გარკვეული საფრთხე სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან კრედიტის მოზიდვას. თუ ჩვენ არ გვექნება პროგრამა, ჩვენ მოგვიწევს მტკიცება სათითაოდ ყველა საფინანსო ინსტიტუტთან ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის თაობაზე, სავალუტო ფონდი არის ამისი დამადასტურებელი, რომ როდესაც მასთან გვაქვს პროგრამა და ის აკეთებს ანგარიშს, რომ ამ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის კარგი“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის კითხვაზე, ის, როგორც ფინანსისტი, რომ ყოფილიყო ეროვნული ბანკის ადგილას, ასეთი საფრთხის წინაშე დააყენებდა თუ არა ქვეყანას, გიორგი კაკაურიძემ შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, როგორც მინისტრის მოადგილეს არ შეუძლია.

„მე არ ვყოფილვარ ეროვნული ბანკის ადგილზე. როგორც გიორგი კაკაურიძე, სად, როგორ მოვიქცეოდი, შეგვიძლია გავისეირნოთ და ვისაუბროთ. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ გავაკეთებ“,- განაცხადა კაკაურიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო