გიორგი კაკაურიძე - სავალუტო ფონდის პროგრამის შეწყვეტა ქვეყნისთვის კარგი არ არის, დამაზიანებელია და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე პროგრამის აღდგენას შევძლებთ - შეჩერება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულმა საკითხებმა გამოიწვია

სავალუტო ფონდის პროგრამის შეწყვეტა ქვეყნისთვის კარგი არ არის, არის დამაზიანებელი და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე პროგრამის აღდგენას შევძლებთ - შეჩერება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულმა საკითხებმა გამოიწვია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტებთან“ შეხვედრისას განაცხადა.

კაკაურიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია და არა შეწყვეტილი.

მან დღეს თავი შეიკავა სანქცირებულ პირებთან დაკავშირებით სებ-ის ე.წ. საგამონაკლისო წესის მიღების გადაწყვეტილების შეფასებისგან და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს პოზიციიდან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შეფასება არასწორი იქნება.

„რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგრამას, პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ის არ არის შეწყვეტილი - პროგრამის მიმოხილვა არის დროებით შეჩერებული. შეწყვეტასა და შეჩერებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა - არ შედგა მიმოხილვა და არის შეჩერებული! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს მიმოხილვის გაგრძელება შესაძლებელი იქნება და სავალუტო ფონდის ბორდზე ჩვენი პროგრამის გაგრძელება მოხდება. იმის მიუხედავად, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამა შეჩერებულია, ფისკალურ ნაწილში შეთანხმებული პროგრამის პრინციპებს მივყვებით - მათ შორის დეფიციტის, ვალის და ყველა იმ პუნქტის მიხედვით, რაც არის გაწერილი. ტექნიკური მისიები არ შეჩერებულა, ტექნიკური მისია აქ არის. ნოემბრის ბოლოსთვის ცნობილი იქნება მათი მოსაზრება თუ როგორი ცვლილებებია განსახორციელებელი სებ-ის საბჭოში იმისთვის, რომ საბჭოს ფუნქცია მეტად გაიზარდოს. აქ მხოლოდ დამოუკიდებლობა არ არის - საუბარია ეროვნული ბანკის ბორდის მოწყობაზე, თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ბორდს. დაახლოებით, ექვსი თვეა ამაზე ტექნიკური მისია მუშაობს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ “ევროოპტიმისტებთან“ შეხვედრისას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო