გიორგი კაკაურიძე - სკოლაში კვების საკითხის მოგვარებას 600 მილიონიც არ ეყოფა, მაგრამ რა თანხაც არ უნდა იყოს საჭირო, ეს არა მხოლოდ სოციალური, განათლებისთვის მნიშვნელოვანი თემაა

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, განათლების ხარისხისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის სკოლაში კვების მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი პროგრამაა გასაკეთებელი.

როგორც მან პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტებთან“ შეხვედრისას განაცხადა, ამ საკითხის მოგვარებას 600 მილიონიც არ ეყოფა, მაგრამ რა თანხაც არ უნდა იყოს საჭირო, ეს არა მხოლოდ სოციალური, განათლებისთვის მნიშვნელოვანი თემაა.

„ვფიქრობ, ბავშვების კვება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც აუცილებლად გადასაჭრელია. თუნდაც ის ინფრასტრუქტურა, რაზეც ვსაუბრობთ, ასევე „სქულ ქარდი“ - სადღაც ხომ უნდა იყიდოს ბავშვმა. სადღაც ხომ უნდა მზადდებოდეს, სადაც დარწმუნებული ვართ, რომ ბავშვს იქ ნაყიდი საკვებით არაფერი დაემართება. ამიტომ, ამ მიმართულებით გარკვეული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება საჭირო არის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 200 მილიონზე გაცილებით მეტი თანხა იქნება საჭირო, თუმცა რა თანხაც არ უნდა იყოს საჭირო, ეს არა მხოლოდ სოციალური, განათლებისთვის მნიშვნელოვანი თემაა. ამიტომ, კვების უზრუნველყოფა არის ძალიან მნიშვნელოვანი. წინასწარ ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს. საკმაოდ დიდი პროგრამა არის გასაკეთებელი და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ამის დაწყება შესაძლებელი იქნება. მეეჭვება ერთობლივად შესაძლებელი იყოს ყველა კლასში და ყველა საფეხურზე გაკეთება. ძალიან მარტივად რომ გადავთვალე, 200 კი არა, 600 მილიონიც არ ეყოფა ამას“, - განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, თუ 2024 წლის ბიუჯეტში ვერ მოხერხდა ამ საკითხის მოწესრიგება, 2025 წელს დაიწყება მუშაობა.

„წლის ბოლომდე შევხედავთ, სანამ 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ფორმირება იქნება. თუ 2024 წელს არა, ალბათ, 2025 წელს უნდა მოხდეს იმ ეტაპების დაწყება, რომელიც შეგვაძლებინებს, რომ 2025 წელს ეს თემა დავიწყოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა და სამუშაოებიც ბევრია გასატარებელი“, - განაცხადა კაკაურიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო