თინა ბოკუჩავა მელიაზე - ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი საარჩევნო სია, პოლიტიკური პლატფორმა და ხედვაც, თუმცა აუცილებელია ყველამ გაასწოროს ფოკუსი და სამიზნე, რადგან ქვეყანას ჰყავს კონკრეტული მტერი

არ არის აუცილებელი, რომ ფორმალურად ყველა ერთი საარჩევნო სიით ასპარეზობდეს, თუმცა ყველა პროდასავლელმა პოლიტიკოსმა უნდა გაასწოროს ფოკუსი - ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დააზიანებს თუ პირიქით, სასარგებლო იქნება ნიკა მელიას გასვლა პარტიისთვის, თუკი მან ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ბოკუჩავას თქმით, იმედი აქვს, რომ სამიზნეს ყველა გაასწორებს.

"მე ვერავის პოლიტიკურ პერსპექტივაზე წინმსწრებად ვერ ვისაუბრებ, ამას განსაზღვრავს ქართველი ხალხი, ვის რა ელექტორალური მხარდაჭერა ექნება. შემიძლია ვთქვა "ნაციონალური მოძრაობის" სახელით, რომ ვიბრძოლებთ ამ რეჟიმის დასამარცხებლად და იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს პროდასავლური მთავრობა. იცით, რომ ჩვენ მიგვაჩნია სინერგიული მოძრაობა და მაქსიმალური კოორდინაცია მნიშვნელოვან წინაპირობად ამ არჩევნებში, მაგრამ არ არის მაინც და მაინც აუცილებელი, რომ ფორმალურად ყველა ერთი საარჩევნო სიით ასპარეზობდეს. ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი საარჩევნო სია, შეიძლება პოლიტიკური პლატფორმაც და ხედვაც, თუმცა, აუცილებელია ყველა პროდასავლელმა პოლიტიკოსმა გაასწოროს ფოკუსი, გაასწოროს სამიზნე და დიდი იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება, რადგან დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს კონკრეტული მტერი - ესაა რუსეთი და მისი ხელდასმული ხელისუფლება, რაზეც ღიად მეტყველებს ისიც, რომ ივანიშვილის საკვანძო ფიგურები, როგორიც არის ფარცხალაძე, არიან სანქცირებული აშშ- ის მიერ სწორედ იმის გამო, რომ მავნე ზეგავლენას ახდენენ ქართულ პოლიტიკაზე რუსეთის დავალებით. იმდენად ცხადია ეს სურათი, რომ ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომ ამ ერთი მიზნის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ ყველა,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

ის ასევე გამოეხმაურა დეკანოიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ნიკა მელიას "ნაციონალურ მოძრაობაში" ვეღარ ხედავს და "პრობლემებმა, რაც პარტიაშია, ბევრ ადამიანს არ მისცა საშუალება, იქ გაეგრძელებინა საქმიანობა". ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ თუ მათ საერთო ხედვა აქვთ, "შეიძლება ერთმანეთთან რაღაც საერთო გზაც ნახონ".

"თუ საერთო ხედვები აქვთ და ემთხვევა მათი წუხილები ან მომავლის ხედვა და ალბათ, მომავლის ხედვა უფრო მნიშვნელოვანია, ყოველ შემთხვევაში ამომრჩევლისთვის, შეიძლება ერთმანეთთან რაღაც საერთო გზაც ნახონ, მაგრამ ეს მათი პრეროგატივაა და მათი გადასაწყვეტია," - განაცხადა ბოკუჩავამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა