ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ემთხვევა ჩვენს მიზნებს − შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და გავაჩინოთ ნდობა

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გამოყენებული ევროკავშირის სხვა ღირებულ ინსტრუმენტებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა ნათლად ადასტურებს ევროკავშირის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რაც ძალიან ფასეულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ჩვენი ევროპელი მეგობრების მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლოს.

„ძვირფასო მეგობრებო, გასული წლების განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოში კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებაში. მისია ემთხვევა ჩვენს მიზნებს − შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და გავაჩინოთ ნდობა“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს.

„მშვიდობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაცნობიერებთ კონფლიქტის მაღალ ფასს. 2012 წლიდან ჩვენმა მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს. ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის − ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა