პირველად საქართველოში - ექთნებისთვის ქართულ ენაზე პროფესიული სახელმძღვანელოები შეიქმნა

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და „ვიანის“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ექთნების პროფესიული განათლების გაღრმავებისთვის ქართულ ენაზე მძლავრი საექთნო სახელმძღვანელოები შეიქმნა. ინფორმაციას „ვიანი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლის მსურველ ახალგაზრდებსა და უკვე დიპლომირებულ ექთნებს შესაძლებლობა აქვთ, საგანმანათლებლო მასალა ინტერნეტიდან (www.vian.health/ka/publications) ჩამოტვირთონ და მას სრულად უსასყიდლოდ გაეცნონ.

„პროექტის ფარგლებში ჯამში 16 მიმართულების სახელმძღვანელო და სწავლების დროს ექთანთა თვითშეფასების ტესტების ბანკი შეიქმნა. ექთნების პროფესიული განათლებისთვის შექმნილი ლიტერატურა V საფეხურის საექთნო საქმის სწავლებისათვის ყველა საჭირო სახელმძღვანელოს ფარავს.

26 სექტემბერს პროექტის დახურვის ცერემონია პანელური დისკუსიის ფორმატში ექთნებისთვის, პროფესიული კოლეჯისა და სამედიცინო წარმომადგენლებისთვის გაიმართა. ღონისძიებას ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორი, ალკის ვრიენიოს დრაკინოსი და „ვიანის“ დირექტორი, გიორგი მინდიაშვილი ესწრებოდა.

ქვეყანაში საექთნო პროფესიის გაძლიერება „ვიანისთვის“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით არაერთ მნიშვნელოვან ინვესტიციასა და პროექტს ახორციელებს. აღსანიშნავია „ვიანის“ აქტივობები საექთნო მიმართულებით, რომელიც კვალიფიკაციის უწყვეტ პროგრამაში ექთნების ჩართვას და მათთვის პაციენტის კმაყოფილებასთან დაკავშირებულ სამოტივაციო სისტემების შექმნას გულისხმობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო