არმაზ ახვლედიანი - თუ არჩევნები კვლავ „ოცნებისეულად“ უნდა ჩატარდეს, მაშინ დღის წესრიგში იქნება მთავრობისა და არჩევნების ლეგიტიმურობის არცნობა - ჩემი ვარაუდით, დასავლეთი ამაზე წავა

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და მთლიანად განეშორა დასავლეთს - არავითარი იმედი არ მაქვს, რომ ჩვენ ახლა კანდიდატის სტატუსს მივიღებთ , - ამის შესახებ პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რეალურად, ვერც ერთი საშინაო დავალება ვერ შეასრულა.

„დღეს „ქართული ოცნების“ სახელმწიფოებრივი მანქანის ფარგლებში, ყველაფერი გათვლილი არის იმაზე, რომ ნებისმიერი მის მიერ გადადგმული ნაბიჯი 2024 წლის არჩევნებში უპირობო გამარჯვებას ემსახურებოდეს. სხვა „ქართულ ოცნებაში“ არაფერი აინტერესებთ.

ჩვენი ყველაზე მთავარი ამოცანა არის - ეს დამპალი კბილი უნდა ამოვიღოთ და უნდა მოვახერხოთ სხვა დროს, რომ კბილი აქამდე არ მივიდეს, აქამდე მდგომარეობა არ მივიდეს. პრევენციაც უნდა ვისწავლოთ, პრევენციის კულტურაც და უნდა ვიცოდეთ, ვინ შეიძლება მივუშვათ ძალაუფლებასთან,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დასავლეთში პარტნიორი აღარ ჰყავს.

„თუ არჩევნები კვლავ „ოცნებისეულად“ უნდა ჩატარდეს, მაშინ არა სტატუსი იქნება დღის წესრიგში, არამედ ამ მთავრობის ლეგიტიმურობის არცნობა, არჩევნების ლეგიტიმურობის არცნობა. ჩემი ვარაუდით, [დასავლეთი ამაზე] წავა, სწორედ იმიტომ, რომ დასავლეთს აქ უკვე ბევრი რამ აქვს დასაკარგი. იმ დროს, როცა ის მილიარდებს დებს უკრაინის გამარჯვებაში, როცა უკრაინა ამხელა მსხვერპლზე მიდის, არავინ აპატიებს საქართველოს, რომელს საზოგადოების უდიდესი ნაწილი განწყობილია პროევროპულად, რომ აქ თვითმარქვია რომელიღაცა პოლიტიკურ-კრიმინალურმა დაჯგუფებამ ეს ძალაუფლება ბოლომდე ხელში ჩაიგდოს და ამით აშანტაჟოს დასავლეთი და საკუთარი ერი. დარწმუნებული ვარ ამას არ დაუშვებენ“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ