გიორგი ქადაგიძე - ქართულ ბანკებს პირში წყალი აქვთ დაგუბებული და უნდა ესმოდეთ, რომ ეს ძალიან ძვირი დაჯდება - ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს, არის ტოტალური წინააღმდეგობა

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქალბატონი თურნავას გადაწყვეტილებით საერთაშორისო სანქციები ჩერდებოდეს? მაშინ რა აზრი ექნება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და სხვა საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციებს? ეს არის უკიდურესად არაკომპეტენტური ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსურდია და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ვერანაირი ფორმით ვერ იცავს.

„თქვენ ფიქრობთ, ქალბატონი თურნავას გადაწყვეტილება რამე ფორმით იცავს ნებისმიერ სანქცირებულ პირს? ეს ხომ აბსურდია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქალბატონი თურნავას გადაწყვეტილებით საერთაშორისო სანქციები ჩერდებოდეს? რა აზრი ექნება ხომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და სხვა საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციებს?- არა. ვერაფერს ვერ იცავს ეს გადაწყვეტილება. აბსურდია. ეს არის უკიდურესად არაკომპეტენტური ადამიანის მიერ შედგენილი და გაკეთებული გადაწყვეტილება. ეს არის უბრალოდ დეკლარაცია, ერთი მხრივ, დასავლეთისადმი რომ ჩვენ არ ვართ თქვენი [ნაწილი] და მეორეს მხრივ, ეს არის მოპატიჟება სხვა სანქცირებული რუსი ადამიანისადმი, თუ ბიზნესმენებისადმი, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ და რაღაცა ფორმით უფრო დაცულად იგრძნოთ თავი, ვიდრე დასავლეთის ქვეყანაში,“ - განაცხადა ქადაგიძემ.

მან ასევე ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი რამ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება.

ქადაგიძის განცხადებით, „ქართულ ბანკებს პირში წყალი აქვთ დაგუბებული და უნდა ესმოდეთ, რომ ეს ძალიან ძვირი დაჯდება“.

„ასეთი ტიპის პროტესტი, როდესაც აღმასრულებელი ორგანოს ყველა ვიცე-პრეზიდენტი, ანუ, უმაღლესი თანამდებობის პირი ერთდროულად წერს განცხადებას, ცხადია, სერიოზულ კრიზისზე მიუთითებს. ასეთი რამ არც ერთი ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი იყოს განგრძობითობა და სტაბილურობა.

პირველ რიგში, აუცილებლად მინდა მათ მიმართ ღრმა პატივისცემა გამოვხატო. ესენი არიან თავისი საქმის ძალიან მაღალი პროფესიონალები. ნებისმიერ ქვეყანას შეშურდებოდა ასეთი კლასის საჯარო მოხელეების არსებობა და თავის რიგებში ყოლა. ამ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ შეუძლებელია მათი იქ ყოფნით რამე გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილებაზე და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც საჭიროდ ჩათვალეს. მე ვფიქრობ, რომ რეალურად, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ეკონომიკის რუსიფიკაციაზე, ჩვენი ქვეყნის იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც ვდგავართ, რომ ყოველდღიურად ვცილდებით დასავლურ სამყაროს და მივდივართ რუსული ჭაობისკენ, ყველას აქვს თავისი ბრძოლა მოსაგები - ხელოვანს, მხატვარს, მსახიობს, აქტივისტს, პოლიტიკოსს, თუ ა.შ. რა თქმა უნდა, საჯარო მოხელეებზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. ერთადერთი, რაც ჩვენ გადაგვარჩენს, ეს არის ტოტალური წინააღმდეგობა იმ ყველაფრისადმი, რასაც ჩვენ ვხედავთ,“ - განაცხადა ქადაგიძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024