გიგა ბოკერია - აბსურდია პრეზიდენტის მხრიდან „ჩახვეული“ ლოგიკით ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არჩამორთმევა - მარაზმში შეყოლა ივანიშვილის რეჟიმთან, კატასტროფაა და დაბნეულობას იწვევს

აბსურდი და მარაზმია პრეზიდენტის მხრიდან რაღაც ჩახვეული ლოგიკით ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ ჩამორთმევა , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას არა ოპოზიცია, არამედ კანონი ითხოვს და ეს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა გაკეთებულიყო.

„სანამ გვყავს რეჟიმი, რომლის სახეც არის ფარცხალაძე, გამარჯვებაზე ვერ იქნება საუბარი, ჩვენი გამარჯვება იქნება, როცა გვეყოლება პროდასავლური და პრო ქართული, ნორმალური ხელისუფლება, ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ და ნატო-ს წევრი გავხდებით, რუსების ჯარს გავყრით აქედან, ნორმალური ქვეყანა გავხდეთ. ესაა გამარჯვება. ფარცხალაძეს თუ მოქალაქეობას შეუწყვეტ, ეს რა გამარჯვებაა?

ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ოპოზიცია კი არ ითხოვს, კანონი ითხოვს და ეს უნდა მომხდარიყო ახლა კი არა ერთი წლის წინ. ამიტომაა აბსურდი და მარაზმი რაღაც ჩახვეული ლოგიკით პრეზიდენტის მხრიდან ამის არ გაკეთება. ახსნები და მარაზმში შეყოლა ივანიშვილის რეჟიმთან, არის კატასტროფა და დამაბნეველ ვითარებას იწვევს.

ყველაზე უფრო მთავარი არის ის, რომ ფარცხალაძე წარმოადგენს ჩვენს ხელისუფლებას. მას ხელს აფარებდნენ ეროვნული ბანკის ბრძანებულებით, აქამდე არც კი იძიებდნენ, როცა ეს კაცი ჩვენს მტრებთან დადიოდა მოსკოვში. ახლა საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან? საკუთარ შვილს ხომ არ მოაჭრის თავს, როგორც ერთ ცნობილ ანიმაციურ ფილმშია? ეს არის უბედურება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო