ევროსასამართლომ გიულენისტ მასწავლებელზე თურქული სასამართლოს გადაწყვეტილება მის პატიმრობასთან დაკავშირებით დარღვევად ცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) სამშაბათს დაადგინა, რომ 2017 წელს ტერორისტულ დანაშაულებში მსჯავრდებული თურქი მასწავლებლის, იუქსელ იანჩილკაიას უფლებები დაირღვა, რადგან მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ძირითადად დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციის (ByLock) სავარაუდო გამოყენებას ეყრდნობოდა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქი მასწავლებლის უფლებები სამი სხვადასხვა მუხლით დაირღვა: მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-7 მუხლი (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) და მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების უფლება).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თურქეთს დაავალა მასწავლებელს 15,000 ევრო გადაუხადოს.

ყოფილი მასწავლებელი ფეტულა გიულენის ორგანიზაცია “ფეტოს” სავარაუდო წევრობის გამო 2016 წელს დააკავეს. თურქეთის მთავრობას მიაჩნია, რომ 2016 წლის 15 ივლისის წარუმატებელი პუტჩის ორგანიზატორი “ფეტოს” დამფუძნებელი ფეტულა გიულენი იყო. აპლიკაცია ByLock-ით კი მხოლოდ მისი ორგანიზაციის წევრები სარგებლობდნენ.

https://www.juridice.ro/wp-content/uploads/2023/09/Grand-Chamber-judgment-Yuksel-Yalcinkaya-v.-Turkiye-systemic-problem-of-convictions-for-terrorism-offences-based-on-use-of-ByLock-messaging-application.pdf

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა