საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ კონგრესზე Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმიანი ტურიზმის სფეროში წამყვანი კონგრესი დუბაიში ყოველ წელიწადს იმართება.

„რიგით მე-11 საერთაშორისო კონგრესზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო წარმოდგენილი იყო. ღონისძიების ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 30-მდე შეხვედრა მოაწყვეს სპარსეთის ყურის ქვეყნების მსხვილ კომპანიებთან და პოტენციურ დამკვეთებთან საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობის მიზნით.

Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე 250-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროდან, საუდის არაბეთიდან, ომანიდან, ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან და ყატარიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში