ორგანული მეღვინეობა „მარტვილის მარანი“ „თიბისის“ მხარდაჭერით ვითარდება

მარტვილის რაიონის, სოფელ თამაკონში 2012 წელს, 400 ბოთლით დაწყებული ორგანული ღვინის წარმოება, „თიბისის“ მხარდაჭერით ვითარდებოდა და დღეს უკვე „მარტვილის მარანი“ 12 ათას ბოთლ ღვინოს ასხამს, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, სამეგრელოში წარმოებული ორგანული ღვინის პოპულარობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება - ამჟამად „მარტვილის მარანი“ ღვინის 80 %-ს ექსპორტზე ყიდის მსოფლიოს 14 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ს, იაპონიასა და გერმანიაში. დანარჩენის რეალიზაცია კი, საქართველოში ხდება, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზაზა გაგუა ამბობს, ორგანულ ღვინოზე მოთხოვნა ნიშური რესტორნებიდან და ბარებიდან მოდის.

„სოფელ თამაკონში 3 ჰა ვენახი და ჩვენივე მარანი გვაქვს, სადაც ქვევრებში ვამზადებთ ორგანულ ღვინოს. ძირითადად ორიენტაცია დასავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებზე გვაქვს - მეგრული ოჯალეში, ორბელური ოჯალეში ლეჩხუმიდან, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ამ ჯიშებიდან 10 სხვადასხვა სახეობის ღვინოს ვამზადებთ. მათ შორის ზოგი არის ბლენდი, ვარდისფერი, ქარვისფერი, თეთრი ღვინოები. რაც მთავარია, ყველა მათგანი არის ორგანული, ყოველგვარი დანამატების გარეშე“, - ამბობს „მარტვილის მარნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა გაგუა.

2020 წელს კომპანიამ ახალი მარნის მშენებლობა დაიწყო, სადაც დღეს უკვე სტუმრებს მასპინძლობენ.

„სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით ჩვენ მხარეს დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი სოფელი ნოქალაქევსა და მარტვილის კანიონს შორის მდებარეობს, სადაც ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, ამიტომაც ვაპირებთ ამ მიმართულებით გაფართოებას და სასტუმროს აშენებას, რაშიც "თიბისი" გვეხმარება”,- აცხადებს ზაზა გაგუა.

„თიბისის“ ინფორმაციით, მათ სამომავლო გეგმა ბევრი აქვთ, მათ შორის ვენახების გაშენება, რაც საშუალებას მისცემთ წარმოება 30-დან 50 ათას ბოთლამდე გაზარდონ - უახლეს გეგმებში კი ახალი საექსპორტო ქვეყნების ათვისება შედის, მათ შორის, წელს, „მარტვილის მარნის“ ღვინო ჩინეთის, საბერძნეთისა და იტალიის ბაზრებზე შევა.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ