ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დელეგაციის წევრებმა IFAD-ის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას IFAD-ის ვიცეპრეზიდენტი დონალ ბრაუნი ხელმძღვანელობდა.

„უკვე მრავალი წელია, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ის პროექტები, რომლებსაც IFAD-ის მხარდაჭერით ვახორციელებთ, ქვეყანას სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ეხმარება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი სურსათის უვნებლობის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით რეფორმების განხორციელებას და რეგულაციების დანერგავს გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ აღებული ვალდებულებების დიდი ნაწილი ქვეყანამ უკვე შეასრულა, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და რთული გზა გასავლელი, რაშიც ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება; მით უფრო ახლა, როდესაც საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია. IFAD-ის პროექტები, რომლებიც მცირე ფერმერების შესაძლებლობის განვითარებისკენ არის მიმართული, მნიშვნელოვანი შედეგების მომტანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების კუთხით“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა IFAD-ის მიერ დაფინანსებული „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტის“ (AMMAR) შედეგები და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია IFAD-ის მიმდინარე პროექტიც „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის (DIMMA) პროგრამა“ ასეთივე ხელშესახები და ღირებული შედეგების მომტანი იყოს.

როგორც IFAD-ის ვიცეპრეზიდენტმა, დონალ ბრაუნმა განაცხადა, IFAD-სა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს, რაც ქვეყანაში რეფორმების განხორციელების და ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას მოიცავს.

„სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დარგში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით. მისასალმებელია, რომ ქვეყანა აქტიურად მუშაობს მიწის მდგრადი მართვის და საძოვრების მართვის რეფორმაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მცირე ფერმერების გაძლიერებას და IFAD-ის პროექტებზე ხელმისაწვდომობას, ასევე ზოგადად, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას“, - აღნიშნა დონალ ბრაუნმა.

შეხვედრას IFAD-ის ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ევროპის განყოფილების (NEN) რეგიონალური დირექტორი დინა სალეჰი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და IFAD-ის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024