„აპარტ დეველოპმენტი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და საქმიანობას „აპარტ ჯგუფის“ სახელით აგრძელებს

4-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ „აპარტ დეველოპმენტი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანია ოპერირებას აგრძელებს „აპარტ ჯგუფის“ სახელით, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და, რამოდენიმე იურიდიულ შპს-ს ერთიანებს. ესენია: „აპარტ დეველოპმენტი“, „აპარტ ქონსთრაქშენი“, „აპარტ არქიტექტი“ და „აპარტ შოურუმი“.

დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები ერთი ქოლგის ქვეშ ერთიანდებიან და მომხმარებელს მაღალი ხარისხის, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებულ მომსახურეობას სთავაზობენ.

რატომ გახდა საჭირო სტრუქტურულ ერთეულებად დაყოფა და როგორ გააგრძელებს ჯგუფი საქმიანობას - ამ საკითხებზე „აპარტ ჯგუფის“ დამფუძნებელი ბექა ხოფერია გვესაუბრება.

რა შეიცვლება კომპანიის საქმიანობაში „აპარტ ჯგუფად“ ჩამოყალიბების შემდეგ?

ეს ცვლილება განვითარების სრულიად ახალი ეტაპია. იცვლება სტრუქტურა და უფრო მაღალ დონეზე მოხდება საქმის დელეგირება/შესრულება. როგორც იცით, ჩვენ პრემიუმ სეგმენტზე ვმუშაობთ და პროექტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ხარისხის შესანარჩუნებლად საჭირო გახდა მიმართულებებად დაშლა.

ტრანსფორმაციის ეტაპზე აქტიურად ვმუშაობდით სხვადასხვა საკონსულტაციო ჯგუფთან და საბოლოოდ მივიღეთ კომპანიის სრულიად ახალი სტრუქტურა. ამიერიდან კომპანიაში მმართველობის სისტემა არის დირექტორთა საბჭო. საქმე კი განაწილდა ისე, როგორც ეს ჰოლდინგში ხდება. სტრუქტურული ერთეულები კი ამიერიდან უფრო დიდ მასშტაბზე გავლენ.

უფრო მოქნილი გახდა მენეჯმენტი და თითოეული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტი პასუხისმგებელი და პროფესიონალი ადამიანია ჩართული.

როგორია „აპარტ ჯგუფის“ გეგმები უფრო ფართო მასშტაბზე გასვლის შემდეგ?

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი არსებობის მანძილზე განვითარების ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ ფართო მასშტაბზე გასვლის სრული მზაობა გვაქვს.

„აპარტ ჯგუფად“ ჩამოყალიბების შემდეგ ჩვენ შიდა პროექტებს გავცდებით და სხვების მომსახურებასაც შევძლებთ, თუმცა ტრადიციულად მაღალ სეგმენტზე გავაგრძელებთ მუშაობას და ამ სტანდარტის შენარჩუნებაზე იზრუნებს თითოეული შიდა კომპანია - ყოველ განხორციელებულ პროექტზე კი სრულად პასუხისმგებელი იქნება „აპარტ ჯგუფი“.

მოგვიყევით „აპარტ ჯგუფის“ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე

მიმდინარე თვეში ჩვენი ერთ-ერთი დიდი პროექტი, „ოლდ სითი პანორამას“ პირველი ფაზა დასრულდება. ამ დრომდე საქმიანობას ძირითადად ძველ თბილისში ვახორციელებდით, ამიერიდან კი ამ საზღვრებს მთლიანად გავცდებით როგორც შიდა, ისე გარე პროექტებით.

ახალ პროექტს, რომელიც კრწანისში აშენდება, ოქტომბრის დასაწყისში დავაანონსებთ და პირველად გაყიდვებსაც დავიწყებთ. კრწანისის პროექტი კონკურენტული იქნება როგორც ფასით, ისე შეთავაზებული სერვისით. ამ პროექტშიც ჩვენი სტილი დაცული იქნება და შევქმნით მცირე ზომის შენობებს. კომპლექსი ლოკაციისათვის დამახასიათებელი ღირებულებებით გამოირჩევა - მშვიდი და მყუდრო გარემო, დაბალსართულიანი განაშენიანება, გამწვანება, სუფთა ჰაერი. ჩვენი მიზანი კი კვლავ უცვლელია - ჩვენ გვინდა, რომ „აპარტ ჯგუფის“ კომპლექსებში მობინადრეებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ და ადგილზე მიიღონ მათთვის სასურველი ყველა მომსახურეობა.

ასევე დაგეგმილია 3 მასშტაბური პროექტი საბურთალოსა და ბათუმში, რომლის შესახებაც ინფორმაციას ცოტა მოგვიანდებით გაგაცნობთ.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს